ჟურნალისტი, ბექა ყორშია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის, შოთა არველაძის დღევანდელ მიმართვას ეხმაურება.
“კახა კალაძეს მოგებული აქვს ჩემპიონთა ლიგა
შოთა არველაძეს მოგებული აქვს ქართველი ხალხის გული” – წერს ყორშია
შეგახსენებთ, რომ დღეს შოთა არველაძემ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით სპეციალური მიმართვა გაავრცელა და განაცხადა, რომ საქართველო ევროპის ნაწილია და ქვეყნის არჩევანი არ უნდა გადაიხედოს.
