ამერიკელი და შვეიცარიელი მეცნიერები თავიანთი კვლევებითა და სამეცნიერო ნაშრომებით ამტკიცებენ, რომ ის ადამიანები, რომელთაც სიცოცხლის მანძილზე ერთხელ მაინც გადაუტანიათ ატიპური პნევმონია, კოვიდ 19-ით არ დაავადდებიან.
კვლევის თანახმად ირკვევა, რომ კორონავირუსი , რომელიც მწვავე რესპირატორულ პრობლემებს იწვევს, ახდენს ანტისხეულების სტიმულირებას. წარმოქმნილი ცილები კი პასუხისმგებელნი არიან უჯრედების ზედაპირზე მიმაგრებაზე.
მეცნიერთა აზრით, აღნიშულ ანტისხეულებს SARS-ის ცილების უბნების ნეიტრალიზება შეუძლია, სწორედ ამის ფონზე კი ადამიანებს, რომელთაც აღნიშნული სინდრომი ცხოვრებაში ერთხელ მაინც გადაუტანია, კორონავირუსს მისი სხეული არ იღებს.