ჩუბინაშვილის ცენტრი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. გარდაიცვალა ცენტრის საარქივო-საბიბლიოთეკო სექციის გამგე გურამ ჟღენტი.
“გარდაიცვალა გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის საარქივო-საბიბლიოთეკო სექციის გამგე გურამ ჟღენტი.
ბატონი გურამი 1967 წლიდან მუშაობს ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტში (ამჟამად გ. ჩუბინაშვილის სახ. ცენტრი…). 1980-90 წლებში კი, შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის მთავარი მცველის თანამდებობაც ეკავა. იგი გახლდათ თავისი საქმისა და კოლეგების მოყვარული, უაღრესად ერუდირებული, საოცრად თავმდაბალი და სიკეთით სავსე ადამიანი”
