ხვიჩა კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩასული ქართველი მამაკაცი დააკავეს, რომელიც ათი წლის განმავლობაში საბერძნეთის მიერ იძებნებოდა. “კურიერმა” მამაკაცის ვინაობა გაარკვია და მოიპოვა ფოტოც, რომელიც მან დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე, თბილისი-ნეაპოლის ავიარეისზე გადაიღო.
დაკავებული 38 წლის, ირაკლი ნარიმანიძეა,რომელიც წინასწარი დაკავების იზოლატორში უკვე გადაიყვანეს. იტალიის პოლიცია, მას სავარაუდოდ საბერძნეთს რამდენიმე დღეში გადასცემს.
წყარო – რუსთავი2
