თბილისში კირკიტაძის ქუჩა სხვა ქუჩებისგან გამორჩეული და განსაკუთრებული არაფრითაა და ჩვენს ყურადღებასაც არ მიიქცევდა, რომ არა ქალების ჯგუფში დაწერილი პოსტი. ამბავი, რომელსაც დღეს გიყვებით, დაახლოებით 70 წლის მამაკაცზეა, რომელიც გოგონებს ჯერ გამოელაპარაკება, უწყინარ კითხვებს უსვამს, შემდეგ კი თავის სარდაფში წნევის გასაზომად ეპატიჟება. ზოგიერთი მის შეთავაზებას თანხმდება, ნაწილი კი უარს ამბობს.
ჩვენი რესპონდენტის თქმით, გოგონების გარდა, მოხუცს სარდაფში ბიჭებიც ჩაჰყავს. ვინც მოხუცის დახმარება გაბედა და სარდაფში ჩავიდა, მომხდარს, ყველა მათგანი ცუდად იხსენება. მამაკაცი ძირითადად იტყუება და ამბობს, რომ მარტოა, არავინ ჰყავს და გამვლელების დახმარება სჭირდება, თუმცა, როგორც კომენტარებიდან ირკვევა, მას მეუღლე და ერთი შვილი ჰყავს.
წყარო:palitravideo.ge
