sაქართველოში კორონავირუსის 472 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამჟამად, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 10225-ს შეადგენს. გამოჯანმრთელდა კიდევ 318 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 5 553-ს შეადგენს. ინფორმაცია უკვე განახლდა მთავრობის მიერ შექმნილ გვერდზე.
ასევე, დღეს გარდაიცვალა 3 ადამიანი.
ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5824 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის.