დუშეთში სოფელ პოვლეურში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. არსებული ინფორმაციით 60 წლის ნაირა გულბათაშვილი ძისშვილმა მოკლა.
„მოკლული ქალი დღეს იპოვეს, ამბობენ, ნათესავმა მოკლაო. 25 წლის ბიჭია, დაურეკავს ძმისთვის და უთქვამს მამიდა მოვკალიო. როგორც გავიგე, ამ წუთებშიც ეძებენ“ – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.