Wednesday, September 3, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home კრიმინალური ამბები

“ოჯახს ცხედარს უმალავდნენ“ – ფარფალიას ახლობლებს ეჭვობენ, რომ “კანონიერი ქურდი“ საკანში მოკლეს

October 5, 2020
“ოჯახს ცხედარს უმალავდნენ“ – ფარფალიას ახლობლებს ეჭვობენ, რომ “კანონიერი ქურდი“ საკანში მოკლეს

გავლენიანი „კანონიერი ქურდი“ კახა ფარფალია შაბათს, საბურთალოს კერძო სასაფლაოზე, საქართველოში წამებულ წმინდანთა სახელობის ტაძრის ეზოში დაკრძალეს. კრიმინალური „ავტორიტეტის“ საფლავი გრანდიოზული ვენოკებით შეამკეს და თუ წარწერებით ვიმსჯელებთ, სარიტუალო ყვავილების დიდი ნაწილი საზღვარგარეთ მყოფმა ახლობლებმა შეუკვეთეს.

„მთაწმინდის საძმოსგან“, „საყვარელ ძმას ნიკუშასგან“, – ამ და სხვა რუსულენოვანი წარწერებით და ე.წ. ქურდული სიმბოლიკით იყო გაფორმებული ვენოკები, რომლებიც კახა ფარფალიას საფლავზე მიიტანეს. სასაფლაოს ადმინისტრაციის ინფორმაციით, ტაძრის მახლობლად მსგავსი ადგილი დაახლოებით 15 ათასი დოლარი ჯდება.

„კანონიერი ქურდი“ რუსეთში, ომსკის ციხეში გარდაიცვალა. ციხის ადმინისტრაცია ირწმუნება, რომ გარდაცვალების მიზეზი ინსულტი გახდა, თუმცა როგორც „პრაიმტაიმს“ ფარფალიას ოჯახის ახლობელი უყვება, „კანონიერი ქურდი“ ძალადობის შედეგად დაიღუპა, რასაც მის სხეულზე არსებული დაზიანებებიც მოწმობს. უფრო მეტიც, ახლობლის თქმით, გარდაცვალების შესახებ ოჯახს არ შეატყობინეს, ცხედარი დამალეს და შეეცადნენ ძალაოდბის კვალის წაშლას.

ოჯახმა ამბავი მას შემდეგ შეიტყო, რაც ომსკის ციხეში პატიმარს ამანათით მიაკითხა, ხოლო ადმინისტრაცია იძულებული გახდა ინფორმაცია გაემჟღავნებინა. ახლობელმა „პრაიმტაიმს“ მიაწოდა ვიდეო კადრებიც, სადაც ნათლად ჩანს, რომ ცხედარს სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანებები აქვს, მათ შორის ფეხების, ტანისა და თავის არეში.

ფარფალიას ახლობლებს ეჭვი აქვთ, რომ „კანონიერი ქურდი“ საკანში მოკლეს. მათი თქმით, ომსკის ციხეში გადმოყვანის მეორე დღესვე ფარფალია სასტიკად სცემეს და სასიკვდილო დაზიანებები მიაყენეს. ზოგადად, სასჯელაღსრულების ეს დაწესებულება ე.წ. წითელ ზონად მიიჩნევა და იქ „კანონიერი ქურდის“ მოხვედრა, პრაქტიკულად სასიკვდილო განაჩენის ტოლფასია.

ვრცლად:

 

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “აქ არის დედაჩემი. დაახლოებით იმ ასაკში დაკარგა დედა, რა ასაკშიც მე მამა დავკარგე. ფეხზე დგას. მე რაღა წამაქცევს, სულ რომ უვადო მომცეთ” – ონისე ცხადაძე
  • “ჩემი მხრიდან გპატიობთ ყველაფერს, რასაც ჩემთან მიმართებაში აკეთებდით. ამ პატიებას მოსდევს თხოვნა -ნუღარ აიღებთ ისეთ საქმეებს, სადაც ასეთი ადამიანების ციხეში გაშვება იქნება მიზანი” – ანდრო ჭიჭინაძე
  • “ბატონო მოსამართლევ, 92 წლის თებერვალში 17 წლის ძმა დავკარგე, რომელსაც საქართველოს დროშა ეჭირა და ხალხს მოუძღოდა. ქართველმა ჯალათმა ესროლა ტყვია და დაიღუპა. ბევრი გმირი ჰყავს საქართველოს, მაგრამ მათ სახელებს “ოცნება” ლახავს” – გიორგი ტერიშვილი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge