ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი ახალგაზრდა, 20 წლის ზაზა ქოსმენაშვილია. მამაკაცი სოფელ ზემო ხოდაშნის მკვიდრია. ის ავტომანქანაში, დასთან და მცირეწლოვან დისშვილთან ერთად იმყოფებოდა.
შემთხვევის შედეგად, ახალგაზრდა ქალი და მცირეწლოვანი ბავშვი მძიმედ არიან დაშავებულები.ოჯახის წევრები სოფელ მატნიდან, ზემო ხოდაშენში ბრუნდებოდნენ.
თვითმხილველები ყვებიან, რომ მსუბუქ ავტომობილს, რომელშიც გარდაცვლილი იჯდა, მისი და მართავდა.