Wednesday, December 24, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ცხოვრება განადგურებული სახლების შემდგომ – სტიქია, რომელმაც სვანები ეკომიგრანტებად აქცია

February 6, 2023
ცხოვრება განადგურებული სახლების შემდგომ – სტიქია, რომელმაც სვანები ეკომიგრანტებად აქცია

სტიქიურმა უბედურებამ და პოლიტიკურმა რყევებმა მთლიანად შეცვალა საქართველოს ყველაზე მაღალმთიანი რეგიონის მოსახლეობის ცხოვრება.

სვანეთში მეწყერმა ასობით ადამიანი სახლის გარეშე დატოვა. სახელმწიფოს მიერ შემუშავებული განსახლების გეგმის მიხედვით, დაზარალებული ოჯახების უმეტესობა იძულებული გახდა საგვარეულო საცხოვრებელი მიეტოვებინა.

მეწყერის ჩამოწოლამდე ნანული მარგიანი სვანეთში, სოფელ მულახში ცხოვრობდა, სადაც აღნიშნული სტიქიური უბედურების შედეგად 26 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის იყვნენ ბავშვებიც. მეწყერმა დაანგრია სახლები.

78 წლის ნანულის ჯერ კიდევ ახსოვს მისი ოჯახის სოფელ უდაბნოში გადასახლების დღე:

„1987 წლის 7 თებერვალს, გამთენიისას ჩამოვედით. დაგვხვდა ძალიან თბილი გარემო: ყველა სახლში ენთო ცეცხლი, გამზადებული იყო ცხელი კერძი და ნემსიდან დაწყებული სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებით დამთავრებული ყველაფერი მომარაგებული იყო,“ – იხსენებს ნანული მარგიანი.

მზის ამოსვლის შემდეგ ახალ საცხოვრებელზე წარმოდგენა შეეცვალა: 35 კილომეტრზე გადაჭიმულ სოფელ უდაბნოში არ იყო წყალი და ხეები. სვანეთის აყვავებული ტყეებისა და თოვლიანი მთების შემდეგ, ეკომიგრანტებისთვის უდაბური ტერიტორია სრულიად უცხო აღმოჩნდა.

“დილას, ფანჯარაში რომ გავიხედეთ და ქარიანი და ტალახიანი, გატყავებული ტრამალი დავინახეთ, ძალიან შევწუხდით. ჩვენ, მთაში, ტყეებით შემოფარგლულ ბუნებაში გაზრდილებს, გაგვიჭირდა შევგუებოდით ხრიოკ გარემოს. ჩემი უფროსი ბიჭი მაშინ მეათე კლასში იყო და ცხარე ცრემლებით ტიროდა – დედა, როგორ დავტოვეთ ჩვენი სახლიო. მაგრამ ადამიანის სიცოცხლის ფასი არაფერია და მაგიტომაც მივატოვეთ ყველაფერი“, – ამბობს მარგიანი.

წყარო: Chaikhana.media.ge , გიორგი როდიონოვი

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ძლიერი მიწისძვრა მოხდა – სად იყო ეპიცენტრი
  • წყალი 15 საათით შეწყდება – იხილეთ მისამართები
  • ტრაგედია “ჩცდ”-ს მსახიობის ოჯახში – რას წერს თინი გალდავა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge