პარლამენტარი ნინო წილოსანი თურქეთში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებულ ამბავს იხსენებს.
„1999 წელს, თურქეთში მოვხვდი ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე დიდი მიწისძვრის დროს. ღამით დაიწყო, შეშინებულს გამეღვიძა, საუკუნე გრძელდებოდა, დაახლოებით 56 წამი, იმდენი ხანი რომ ჩაცმა და მამაო ჩვენოს თქმა მოვასწარი .. მერე იყო პანიკა, გადადებული რეისები, აეროპორტში საათობით ჯდომა და პერიოდული მიწისძვრის ბიძგები, შიში.. ეს იყო ყველაზე საშინელი გამოცდილება ჩემს ცხოვრებაში, რომლის გადალახვა ფსიქოლოგიურად ძალიან გამიჭირდა…
დღეს თურქეთსა და სირიაში მომხდარმა ტრაგედიამ განსაკუთრებით შემძრა, კიდევ ერთხელ გამახსენდა სტიქიის წინაშე როგორი უძლურები ვართ“ , – წერს წილოსანი.
