Wednesday, June 10, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„ხალხი ყვიროდა, გარბოდა… ბაზარი იყო ღია და მთელი ღამე იქ გავატარეთ“ – ტრაგედიის დეტალებს თურქეთში მცხოვრები ქართველი გვიყვება

February 6, 2023
„ხალხი ყვიროდა, გარბოდა… ბაზარი იყო ღია და მთელი ღამე იქ გავატარეთ“ – ტრაგედიის დეტალებს თურქეთში მცხოვრები ქართველი გვიყვება

ბოლო ინფორმაციით, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა 700-მდე

არსებულიი ინფორმაციით, ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ვითარება ადანაშია. ქალაქში არ არის შუქი და შესაბამისად, მოსახლეობასთან დაკავშირება ჭირს. ქალაქ მერსინში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტს დაუკავშირდა.

ია ბირკაძე თურქეთში დატრიალებულ ტრაგედიაზე

„სამი წუთის მანძილზე ფეხზე ვერ ვდგებოდით. ჩემს ბინაში ვიმყოფებოდი, როცა სადღაც, გამთენიის 4 საათზე დიდი რყევა ვიგრძენი. ხალხის ყვირილი მესმოდა, კარი გავაღე, ვყვიროდი, რომ არ გასულიყვნენ გარეთ, ლიფტში არ შესულიყვნენ, კიბით ესარგებლათ. 13-სართულიან ბინაში მერვეზე ცხოვრობ. მე და ჩემი მეუღლე რბილ დივანთან დავდექით, მაგრამ დიდხანს რომ გაგრძელდა რყევები, დავიბენით და რა გაგვეკეთებინა, ვერ ვხვდებოდით. სანამ ყველაფერი არ ჩაწყნარდა, გარეთ ვერ გავედით.

შემდეგ ჩავედით დაბლა, სხვებიც გამოსულები იყვნენ. ახალი კორპუსები შენდება და იმის შეგვეშინდა. ბაზარი იყო ღია და მთელი ღამე, ადიელამოსხმულებმა იქ გავატარეთ. შემდეგ სახლებში დავბრუნდით, გვითხრეს, რომ საფრთხე აღარ იყო.

ჩვენგან ნახევარი საათის სავალ გზაზე ბინები დაინგრა, ხალხი დაიხოცა. ამ წუთებშიც ნანგრევებიდან ხალხის ამოყვანის სამუშაოები მიმდინარეობს. ჩემი მეუღლეც წავიდა დასახმარებლად. ვისაც რა შეუძლია, ყველაფერს აკეთებს. ჩვენს ქალაქშიც ბევრი ძველი ბინა დაინგრა.

ადანა მიწასთან გასწორდა. საჩხერეში რომ მოხდა მიწისძვრა, [1991 წელს, მიწისძვრის სიდიდემ 9 მაგნიტუდა შეადგინა. სოფელი ხახიეთი (მიწისძვრის ეპიცენტრი) მთლიანად განადგურდა] მაშინ საქართველოში ვიყავი და ყველაფერი წამიერად მოხდა. ეს იმას არ ჰგავდა. დაიწყო და რყევა აღარ დამთავრდა. სად რა მიდიოდა, ვერ ვხვდებოდი.

– ამ წუთებში რა ხდება?

– ახლა ტელევიზორს ვუსმენ და სპეციალისტები ამბობენ, რომ მიწისძვრა სამ სხვადასხვა ადგილას მოხდა და ეს ყველაფერი ამან გამოიწვია. სხვათაშორის, თურქები მიწისძვრას ელოდებოდნენ, მაგრამ როდის და რანაირად, ამის პროგნოზი არ არსებობდა. სულ აცხადებდნენ, რომ მოსალოდნელია მიწისძვრები, ჩვენ ამისთვის ვემზადებოდით, თუმცა, სხვა რეგიონს, სტამბოლს ვვარაუდობდით. ყოველთვის იყო სარეკლამო რგოლები, როგორ გადავირჩინოთ თავი მიწისძვრის დროს.

ჩემი მეუღლე თურქია და ნათქვამი აქვს, რომ იყო დრო, როცა ჩემი ქალაქი მიწასთან გასწორდა, ბავშვობიდან მახსოვსო. მისი თქმით, ადანა ხელახლა აშენდა.

პატარ-პატარა ბიძგები ახლაცაა. შეიძლება შიშის გამოც მეჩვენება, მაგრამ ჭაღი დიდ ხმას რომ გამოსცემს, უკვე ვხვდები.

ჩემს შვილს ბავშვობიდან ეშინოდა მიწისძვრის. აქ მუშაობს უკვე 6 წელია და შენობაში ვერ შეჰყავთ, ისეა. ერთ-ერთ ოფიციალურ დაწესებულებაში მუშაობს, მოხუცებთან, ახლაც სამსახურშია. მირეკავს და მეუბნება, დედა, მოხუცებს რა უნდა ვუყო, არ ვიციო.

ცნობისთვის, 6 თებერვალს, გამთენიისას მომხდარი მიწისძვრის ეპიცენტრი თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარეობდა. თურქული სააგენტო „ანადოლუ“ საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ 7,4 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი კახრამანმარაშის პროვინციაში,7 კილომეტრის სიმაღლეზე იყო

საგარეო უწყებამ თურქეთში, ქართველ ემიგრანტებთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა

წყარო: “პრაიმტაიმი”

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ოცნება” ცვლილებების მოლოდინში – რატომ გაჩნდა კითხვები კობახიძის შესაძლო გადადგომაზე
  • “გთხოვთ მოემზადოთ”- ამინდი მკვეთრად უარესდება
  • “უკრაინის 19 მოქალაქე დარიალის საბაჟო გამშვები პუნქტის სარდაფში ჰყავთ გამოკეტილი” – დარია სამოდუროვა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge