ცნობილმა ავსტრალიელმა მეცნიერმა ფრენკ ჰუგერბიტსმა თურქეთში 6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრა იწინასწარმეტყველა. ინფორმაციას sozcu.com.tr ავრცელებს.
მეცნიერმა პოსტი 3 თებერვალს გამოაქვეყნა, რომელზედაც ყურადღება დღეს გამახვილდა. „თურქეთის ამ რაიონში (ცენტრალური და სამხრეთ თურქეთი, იორდანია, სირია, ლიბანი), ადრე თუ გვიან 7,5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდება“ – დაწერა მან სოციალურ ქსელში.
ექსპერტი ზურა ბატიაშვილი სეისმოლოგის პოსტის სქრინს აქვეყნებს და წერს:
„2 დღის წინ ჰოლანდიელმა სეისმოლოგმა ფრენკ ჰუგერბითსმა დაწერა, რომ მოსალოდნელი იყო ეს მიწისძვრა.
თან რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ზუსტად გამოიცნო მოსალოდნელი მიწისძრვრის ადგილიც და სიმძლავრეც.
აი ამას ქვია მეცნიერი, მეცნიერება და ზოგადად მეცნიერული პროგრესი (ხო, რუსეთუმეები გასაგონად, ეს პროგრესი დასავლეთში ხდება და არა “ერთმორწმუნეებში”).
ასეთ შემთხვებში იმედის ნაპერწკალი ჩნდება ხოლმე, რომ ერთ დღესაც კაცობრიობა მივა იმ მომენტამდე, როდესაც წინასწარ ეცოდინება მიწისძვრის მოხდენის დროც, რითაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე გადარჩება“,-წერს ბატიაშვილი.

