“ვივა მედის” დირექტორს ნინო ნადირაძე-კუზანოვასა და მის მეუღლეს გუგა კუზანოვს სამსართულიანი სახლი აქვთ, რომელსაც 4 წელი აკეთებდნენ.
სახლს დიდი ეზო აქვს და სამ სართულზე სხვადასხვა ოთახია განაწილებული – მისაღები, სამზარეულო, ასევე გუგას კაბინეტი პირველ სართულზეა. მეორე სართულზეა განთავსებული საძინებლები აბაზანებით. მესამე სართულზე ბარია, ასევე ნინოს დიდი საგარდერობე ოთახი. სახლს დიდი ტერასები აქვს.