„პრაიმ ჰაუსის“ მონაწილე, ინფლუენსერი კესო ბერუაშვილი გამომწერებს თხოვნით მიმართავს.
„თქვენთან ერთი სათხოვარი მაქვს… ჩემო ნაცნობებო, ნაცნობების ნაცნობებო, ვისაც გყავთ მეგობრები მილანში, ერთი ძალიან დიდი სათხოვარი მაქვს თქვენთან: მილანში დამრჩა ქურთუკი, რომელიც ძალიან, ძალიან მიყვარს. მინდა, რომ გამომიყოლოთ. ჩემი მეგობარი, ან მისი მძღოლი მისამართზე ქურთუკს მოგიტანთ და უბრალოდ, უნდა ჩამომიტანით. ოღონდ, სანდო ადამიანი მჭირდება – საქართველოში რომ ჩამოვა, ჩემს ქურთუკთან ერთად არ აორთქლდეს. თუ მიშველით, ძალიან, ძალიან ბედნიერი ვიქნები.“ – ამბობს კესო ბერუაშვილი.
