Saturday, August 1, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„მლოცველი შეხებით უშვილობისა და მძიმე სენისგან იკურნებოდა…“ – ადგილი, რომელსაც სასწაულებს უკავშირებენ

January 31, 2023
„მლოცველი შეხებით უშვილობისა და მძიმე სენისგან იკურნებოდა…“ – ადგილი, რომელსაც სასწაულებს უკავშირებენ

ორნამენტებითა და წარწერებით შემკული ეს უზარმაზარი მარმარილოს პიუპიტრი სამარყანდში, ბიბი-ხანუმის მეჩეთის ეზოში დგას, რომლის მშენებლობის ისტორია თემურლენგის სახელს უკავშირდება. XIV საუკუნის მიწურულს, ინდოეთის ლაშქრობიდან დაბრუნებული თემურლენგის ბრძანებით, მის მიერ ახალდაარსებულ დედაქალაქ სამარყანდში, გრანდიოზული არქიტექტურული კომპლექსის მშენებლობა გადაწყდა.

18 000 კვ. მეტრზე გადაჭიმული კომპლექსის ცენტრალური ნაგებობა – პარასკევის  მეჩეთი, თემურლენგის უსაყვარლეს ცოლს, სარაი-მულქ-ხანუმს მიეძღვნა, რომელიც ამავდროულად უფროსი ცოლის, იგივე ბიბი-ხანუმის ტიტულს ატარებდა. მშენებლობა 1399 წელს დაიწყო და 1404 წელს დასრულდა. მის დასაჩქარებლად ინდოეთიდან ჩამოყვანილ 100-მდე სპილოსაც იყენებდნენ. ბიბი-ხანუმის მეჩეთს, რომლის ეზო 10 000 მლოცველს იტევდა, ირმის ნახტომის სილამაზეს ადარებდნენ.

თემურლენგის სიკვდილის შემდეგ მისმა შვილიშვილმა, მავერანაჰრის მმართველმა და დიდმა სწავლულმა მუჰამად თარაღაი ულუღ-ბეგმა ბიბი-ხანუმის მეჩეთის ეზოში მარმარილოს უზარმაზარი პიუპიტრი აღმართა, რომელზეც პარასკევის ლოცვისას ყურანს ათავსებდნენ და საჯაროდ კითხულობდნენ. გადმოცემით, ბიბი-ხანუმის მეჩეთში ლოცვისას მორწმუნეს ღვთისადმი აღვლენილი ვედრება აუცილებლად შეისმინებოდა. სასწაულმოქმედ ძალას მიაწერდნენ ასევე მეჩეთის ეზოში მდგარ პიუპიტრსაც, რომლის შეხება უშვილობისა და მძიმე სენისგან კურნავდა რწმენით განმსჭვალულ მომლოცველებს.

 

წყარო: nationalgeographic.ge

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ასეთი ძლიერი მიწისძვრა არ მახსოვს, მთელი ჩემი უბანი გარეთ ვართ”- რას ამბობენ ქართველები იტალიაში მომხდარი მიწისძვრის შესახებ
  • ნუცა ბუზალაძე მიმართვას ავრცელებს
  • პირველი აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge