Tuesday, October 20, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

მახსოვს, როგორ შემომაძრო შუბლზე გაკრული შავი და მითხრა აღარ გაბედოო… საკუთარი არაფერი გააჩნდა კელიის და შავი კაბის გარდა – მანანა ჯინჭარაძე მოძღვარს ემოციური პოსტით ემშვიდობება

January 30, 2023
მახსოვს, როგორ შემომაძრო შუბლზე გაკრული შავი და მითხრა აღარ გაბედოო… საკუთარი არაფერი გააჩნდა კელიის და შავი კაბის გარდა – მანანა ჯინჭარაძე მოძღვარს ემოციური პოსტით ემშვიდობება

გელათის ტაძრის წინამძღვარი, მამა იოსებ ბურჯანაძე გარდაიცვალა. სასულიერო პირმა დამწვრობა ორი კვირის წინ კელიაში გაჩენილი ხანძრის შედეგად მიიღო. მამა იოსებს სხეულის 50%-მდე ჰქონდა დამწვარი. სასულიერო პირის ტრაგიკულ გარდაცვალებას მთელი საქართველო გლოვობს.

პირადი მოძღვრის და საუკეთესო წინამძღვრის გარდაცვალებას, ემოციური პოსტით ეხმიანება იტალიაში მცხოვრები ქართველი, მანანა ჯინჭარაძე.

პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„იცხოვრე ისე, რომ მარტო ღმერთს კი არა, ადამიანებსაც უყვარდე… ამაზე დიდი არაფერია…

მამა იოსები – რამხელა სითბო, სიყვარული და ღვთის მოშიშობაა ამ ორ პატარა სიტყვაში რომ იცოდეთ…
ეს სუსტი, მილეული და გაცრეცილი კაცი დიდი ლურჯი თვალებით და გამჭოლი მზერით, პაზოლინის, მათეს სახარებიდან გადმოსული დოკუმენტური კადრივით, ისე გასდევდა იმერეთის და კერძოდ ქუთაისის სულიერ ცხოვრებას, თითქოს ღმერთმა გამოგვიგზავნა ზეციდან.

რამდენი რამე შეიძლება მასზე გავიხსენო, უამრავი ჭორმართალი და ლეგენდა, მაგრამ მას არ უყვარდა ბევრი ლაპარაკი, უსიტყვოდ აკეთებდა სიკეთეს და ლოცავდა ყველას… მდიდართა შემოწურულებიდან ყველაზე მეტი უმწეო მრევლთან მიდიოდა… საკუთარი არაფერი გააჩნდა კელიის და შავი კაბის გარდა…

ყველაზე მძიმე წუთებში, უსიტყვოდ გვერდში მედგა. მახსოვს როგორ ცდილობდა ჩემს დარწმუნებას რომ, ამქვეყნიური ცხოვრება არაფერია იმასთან შედარებით რომ ღმერთმა ჩემი შვილი(მისი სულიერი შვილი) ამოარჩია…როგორ ჩაიბარა პირველი აღსარება, როგორ მიმიყვანა მონასტრის ჭიშკართან და როგორ ჩამაბარა დედა ნინოს.. როგორ მომცა უფლება, მორჩილების და უფლება ღვთისმშობლობას გელათში ლოცვა წაემეკითხა… როგორ შემომაძრო შუბლზე გაკრული შავი და მითხრა აღარ გაბედოო…მეტკინა, ძალიან მეტკინა მამაო თქვენი ნაადრევი გასვლა.. ვუსამძიმრებ მთელ საქართველოს! უფალმა მართალთა თანა დააწესოს მისი სული+“,- წერს მანანა ჯინჭარაძე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ვრცელდება მეწყერის კადრები – “მეწყრული პროცესი ორ გვირაბს შორის არსებულ მთის ფერდობზე განვითარდა”
  • “ყიფიანი-ბილანიშვილის დაკავება დადგმული იყო, სინამდვილეში ისინი ფულის ამოსაღებად შეუშვეს ციხეში…”- რას ამბობს ლაშა ფარულავა
  • “დავით ფეიქრიშვილი კლინიკა „ვივამედში“ 21:00 საათზე შემოიყვანეს, მას მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა – დაკვირვების მიზნით და შესაბამისი რეკომენდაციებით გადაყვანილია ციხის N18 სამკურნალო დაწესებულებაში”- რას ამბობს ზურაბ ჩხაიძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge