დღეს, ბაჩალიაშვილის საქმეზე ქვემო ქართლის დეპარტამენტში საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდება. გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალის მამა, ჯუმბერ ბაჩალიაშვილი უწყებაშია დაბარებული. მისი თქმით, მან მანქანაში ბუზები აღმოაჩინა.
„მსხვილი ბუზები აღმოვაჩინე მე მანქანაში, ალბათ თქვენც დაინახავთ. ოთახში სანამ შევდიოდი, კარებთან ვნახე. მაშინვე ვუთხარი ადვოკატს, ნახე ისეთი ბუზები, როგორიც მანქანაში იყო მეთქი. მე არაფერი არ მომითხოვია. რასაც ვითხოვ, ორი თვე გავიდა და არაფერზე პასუხი არ არის, ბუზებზე ხომ არ მოვითხოვდი არაფერს. ესენი თვითონ წელავენ, რაღაც ზღაპრულ სცენებს ქმნიან და დროს კლავენ. ჩანს ფაქტი თვალწინ. რაც საჭიროა, მკვლელის პოვნაა, არ ეძებენ და ბუზებს ეძებენ ხალხო” – განაცხადა ჯუმბერ ბაჩალიაშილმა.
ცნობისათვის, რამდენიმე დღის წინ, როდესაც ბაჩალიაშვილების ოჯახი დახურულ საკალმახე “ალგეთში” იმყოფებოდა, იქ იგივე სახის სპეციფიური მწერები ნახეს, რაც 23 წლის პროგრბაჩაამიტის ცხედარზე აღმოაჩინეს.
შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.