Thursday, May 7, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ვინ იყო ბიზანტიის ქართველი დედოფალი მართა-მარიამი, რომელსაც მე-11 საუკუნის ყველაზე გავლენიან ქალად მოიხსენიებენ

January 25, 2023
ვინ იყო ბიზანტიის ქართველი დედოფალი მართა-მარიამი, რომელსაც მე-11 საუკუნის ყველაზე გავლენიან ქალად მოიხსენიებენ

მარიამი, იგივე მართა, 1050 წელს საქართველოში დაიბადა. ის ბაგრატ მეოთხისა და დედოფალ ბორენას ქალიშვილი იყო. ბიზანტიაში ქორწინების მიზნით წასვლის შემდეგ ის ორჯერ გახდა დედოფალი და როგორც წყაროებიდან ვიგებთ, აქტიურ დიპლომატიურ ურთიერთობებს აწარმოებდა საქართველოშიც, რითაც ქვეყნის განვითარებას ძალიან უწყობდა ხელს.

მართა-მარიამი დავით აღმაშენებლის მამიდაა. მე-11 საუკუნეში ის ბიზანტიის ერთადერთი არაბიზანტიელი დედოფალი იყო და მიუხედავად მის ირგვლივ გავრცელებული ჭორებისა და სკანდალებისა, სამი სახელმწიფო გადატრიალების შედეგად შეინარჩუნა დედოფლის ტიტული.

მართა მე-11 საუკუნის მსოფლიოს უძლიერეს და ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან

ქალადაა აღიარებული. იგი ბიზანტიაში თავდაპირველად განათლების მისაღებად ჩავიდა, თუმცა უკვე 1065 წელს კონსტანტინე მეათის ვაჟზე, მიხეილზე დაქორწინდა და შთააგონა მეუღლე, რომ სახელმწიფო გადატრიალება მოეწყო, რის შედეგადაც 1071 წელს მიხეილი ბიზანტიის იმპერატორი გახდა.

1078 წელს, კვლავ მარიამის მონაწილეობით, მეორე სახელმწიფო გადატრიალება მოხდა, რა დროსაც ტახტზე ნიკიფორე მესამე ავიდა, ხოლო თავად მართა ამჯერად უკვე ნიკიფორეს გაჰყვა ცოლად.

დედოფალი ქორწინებას მხოლოდ იმ მიზეზით დათანხმდა, რომ ნიკიფორეს შემდეგ ტახტზე მისი და მიხეილის ვაჟი უნდა ასულიყო, თუმცა იმპერატორმა სიტყვა გატეხა, რის გამოც, კვლავ მართას დახმარებით, 1081 წელს, მესამე სახელმწიფო გადატრიალების შედეგად, ტახტზე ალექსი კომნენოსი ავიდა.

საბოლოოდ, მართას ვაჟი 1096 წელს გარდაიცვალა, დედოფალი კი სამუდამოდ ჩამოსცილდა პოლიტიკასა და სამეფო ინტრიგებს.

რთული ცხოვრების მიუხედავად, მარიამი აქტიურად იყო ჩართული საქართველოს კულტურულ-ეკონომიკურ განვითარებაში. სწორედ მან შთააგონა დავითს რუის-ურბნისის საეკლესიო კრების ჩატარება და მისივე ინიციატივით დაარსდა იყალთოსა და გელათის აკადემიები. საუკეთესო მოსწავლეები ბიზანტიაში დედოფლის შუამდგომლობით მიჰყავდათ შესაბამისი განათლების მისაღებად.
ისტორიკოსები ერთხმად თანხმდებიან, რომ მართა-მარიამის წვლილი საქართველოს ისტორიაში უდიდესია და გარკვეულწილად სწორედ მართა იყო საქართველოს არა მხოლოდ კულტურული, არამედ სამხედრო სიძლიერის გარანტიაც. აღსანიშნავია, რომ სწორედ მართამ ასწავლა ბიზანტიელებს პირველად ჩანგლის გამოყენება.

დედოფალი საბოლოოდ 1118 წელს, 68 წლის ასაკში ბიზანტიაში გარდაიცვალა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გიორგი უძილაურის ადვოკატის განცხადებით, საქმეში მათ შორის ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერები დევს, თუმცა მტკიცებულებები „ბრალად წარდგენილ დანაშაულთან ადეკვატური არ არის“
  • ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთის მოქალაქეებზე 2025 წელს 620 000-ზე მეტი ვიზა გასცეს, რაც 2024 წელთან შედარებით 10.2 პროცენტით მეტია
  • ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ცალკე წარმოებად მიმდინარე ეპიზოდზე ბრალდებულ მამუკა ბაღდავაძეს 7 წლით, გიორგი კაჭკაჭაშვილს კი 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge