ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ჟურნალისტი და წამყვანი, თეონა ცხომელიძე, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს.
“#კოვიდდადებითი დღე 6
ძალიან ფრთხილად ვსუნთქავ, ოდნავ ზედმეტად თუ მომივიდა ხველა მეწყება. ვერ ვიტყვი რომ სუნთქვა გამიძნელდა, უბრალოდ სხვა ყველა თუ გაუცნობიერებლად სუნთქავს, მე ყოველ ჯერზე მახსენდება რომ სხეული ამას აკეთებს, წამში ერთხელ, თუ რამდენჯერაცაა. სიცხე მაქვს ყოველ საღამოს და ღამე, მიმაგდო. თუ ასე გაგრძელდება ფილტვების შემოწმება მოგვიწევს.
ნინოს ვეუბნები, რომ ჩემი რეცეპტორია- კი ვჭამ, მაგრამ გემრიელია, მჟავე თუ ტკბილი ჩემი კოვიდ-მეზობელი მეუბნება. გუშინ Sopho-მ გველთევზით მომზადებული კერძი გამომიგზავნა, სულ ძალით გავასინჯე მეთქი მითხარი როგორია – გველებს ნუ მაჭმებო – გვქონდა ერთი ხორხოცი. გასინჯა ჩემი ხათრით, მაგრამ ვაი მაგ გასინჯვას. არ მოეწონა – მე კი არ მითხრა, თავის ვასასა შვილს ჩურხულით მოახსენა ვიდეიზარისას, გუშინ არ შევიმჩნიე, ჰო და – გავიგე, ნინო
ექსპერიმენტი ჩავატარე: ვაშლი და მსხალი დავჭერი და თვალდახუჭულმა ვჭამე, მეთქი აბა თუ გავარჩევ, გავარჩიე – მსხალი უფრო რბილი იყო, გემო იდენტური 100%.
მედდა ლალი ახლა უფრო დიდ დისტანციაზე დარბის, გუშინ ერთი მთლიანი განყოფილება დაგვემატა. გახსნეს ორ ფრთიანი კარი და ალბათ 20 მეტრიანი დერეფანი, თავისი პალატებით შემოემატა ჩვენს ტერიტორიას. უკვე 25 ვართ, მძიმე ისევ ერთია, ისევ იმას გულვშემატკივრობთ ყველა და კიდევ პატარას, მეზობელი პალატიდან. წლის არაა, კარგია, როცა გაიზრდება ეს ამბები არ ემახსოვრება.
არის მომენტები როცა ძალიან გიჭირს ემოციურად. გონება უარს ამბობს რეალობის მიღებაზე და ეჭიდავები. ვხედავ როგორ ვეხუტები ბავშვებს, მერე წყდება სცენა და ასე მუდმივად… დაღამება განსაკუთრებით აუტანელია, ყველა თავის სახლში მიდის ამ დროს და შენ 4 კვადრატში უნდა ამოიხრჩო ისევ.
‘რეზო და ბავშვების’ რეზომ 4 ახალი ტრეკი გამომიგზავნა, ინჰალაციისას ვუსმენ ხოლმე ყურსასმენებში, წამლების შესუნთქვისას მარტო მე ვღიღინებ ალბათ. ყველა თავისი მიმართულებით რომ ცდილობს დაგეხმაროს, გულისამაჩუყებელია ძალიან და აქ როგორც აქამდეც გითხარით განსაკუთრებით ემოციური ხარ ადამიანი. გუშინ სადღაც ფოიერვერკი იყო და ვიტირე” – წერს ჟურნალისტი სოციალურ ქსელში.