ქუთაისის 24-ე საჯარო სკოლის დირექტორს, ბუღალტერსა და საქმეთა მმართველს კორონავირუსი დაუდასტურდათ. სამივე შემთხვევა 32-ე საჯარო სკოლის კლასტერს უკავშირდება. ინფორმაციას “ფორმულანიუსი” ავრცელებს.
სკოლის სხვა თანამშრომლები თვითიზოლოციაში არიან.
ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლის 21 მასწავლებელს კორონავირუსი 10 სექტემბერს დაუდასტურდა.
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 2 392 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 1 369 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 19 კი გარდაიცვალა.