Saturday, July 12, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“დაღუპულები პატარა ბიჭები არიან. ისინი მეზობლები იყვნენ” – საგარეჯოში დატრიალებული ტრაგედიის დეტალები: მოკლულია 5 პირი, მათ შორის პოლიციელი

January 20, 2023
“დაღუპულები პატარა ბიჭები არიან. ისინი მეზობლები იყვნენ” – საგარეჯოში დატრიალებული ტრაგედიის დეტალები: მოკლულია 5 პირი, მათ შორის პოლიციელი

სა­გა­რე­ჯო­ში, კორ­პუ­სის ერთ-ერთი ბი­ნის აივ­ნი­დან სრო­ლის შე­სა­ხებ, რის შე­დე­გა­დაც, გარ­და­იც­ვა­ლა 5 და და­იჭ­რა კორ­პუ­სის ეზო­ში მყო­ფი 5 ადა­მი­ა­ნი, ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი ხდე­ბა ცნო­ბი­ლი.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 50 წლამ­დე პირი, რო­მე­ლიც ყო­ფი­ლი სამ­ხედ­როა, აღ­ნიშ­ნულ კორ­პუს­ში, ერთ-ერთ ბი­ნა­ში ქი­რით ცხოვ­რობ­და, თუმ­ცა ად­გი­ლობ­რი­ვებს რამ­დე­ნი­მე კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ის სახ­ლში არ უნა­ხავთ. ამას­თან, ად­გილ­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ცნო­ბით, ყო­ფი­ლი სამ­ხედ­რო ავ­ღა­ნე­თის მი­სი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­გა­რე­ჯო­ში, კორ­პუ­სის ერთ-ერთ ბი­ნა­ში მყოფ­მა შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა პირ­მა, სა­ვა­რა­უ­დოდ, თვით­ლიკ­ვი­და­ცია გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. რო­გორც უწყე­ბის მო­რიგ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, პირ­მა, რომ­ლის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი გას­რო­ლის შე­დე­გად არი­ან მოკ­ლუ­ლე­ბი და დაჭ­რი­ლე­ბი, თავი ად­გილ­ზე სპეც­რაზ­მის მის­ვლის­თა­ნა­ვე მო­იკ­ლა. რაც შე­ე­ხე­ბა მოკ­ლუ­ლე­ბი­სა და დაჭ­რი­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას, გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის ერთ-ერთი ბი­ნის აივ­ნი­დან, 1974 წელს და­ბა­დე­ბულ­მა ნ.ა.-მ რამ­დე­ნი­მე გას­რო­ლა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, რის შე­დე­გა­დაც გარ­და­იც­ვა­ლა 4 და და­იჭ­რა კორ­პუ­სის ეზო­ში მყო­ფი 5 ადა­მი­ა­ნი.

გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის „ლ“ ქვე­პუნ­ქტით და 236-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნილ ორი პი­რის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­სა და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვი­სა და ტა­რე­ბას გუ­ლის­ხმობს.

შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი პი­რის მე­ზობ­ლის თქმით, მა­მა­კაცს შემ­თხვე­ვამ­დე კონ­ფლიქ­ტი არა­ვის­თან ჰქო­ნია.

ამას­თან, კი­დევ ერთი თვითმხილ­ვე­ლის თქმით, სრო­ლა და­ახ­ლო­ე­ბით ღა­მის პირ­ველ სა­ათ­ზე და­ი­წყო და 1 სა­ა­თი გრძელ­დე­ბო­და.

“ეზო­ში რამ­დე­ნი­მე კაცი მოკ­ლა. ცხედ­რე­ბი მი­წა­ზე ეყა­რა. დამ­ნა­შა­ვე ყო­ფი­ლი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე იყო, რო­მე­ლიც ვა­ზი­ა­ნის ნა­წილ­ში მსა­ხუ­რობ­და და სა­ერ­თა­შო­რი­სო მი­სი­ებ­შიც მო­ნა­წი­ლე­ობ­და. სა­კუ­თარ ბი­ნა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და და იქი­დან ის­რო­და. ბი­ნა­ში მარ­ტო ცხოვ­რობ­და”, – აცხა­დებს თვითმხილ­ვე­ლი.

შემ­თხვე­ვის შე­დე­გად მოკ­ლუ­ლი 4 ადა­მი­ა­ნი იმ პი­რის მე­ზო­ბე­ლია, რო­მელ­მაც გას­რო­ლა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა გა­ნუ­ცხა­დეს, ოთხი­ვე გარ­დაც­ვლი­ლი მა­მა­კა­ცია.

რაც შე­ე­ხე­ბა კი­დევ ერთ მოკ­ლულს, მე­ხუ­თე გარ­დაც­ვლი­ლი პო­ლი­ცი­ე­ლია, რომ­ლის ეკი­პა­ჟიც ად­გილ­ზე გა­მო­ძა­ხე­ბის შე­დე­გად მი­ვი­და.

“ჩემი ბავ­შვო­ბის მე­გობ­რე­ბი არი­ან. მე მა­ღა­ზი­ა­ში ვმუ­შა­ობ, დი­ლი­დან აქ ვარ და სხვა დე­ტა­ლი არ ვიცი. რო­გორც ვიცი, თავ­დამ­სხმე­ლიც იქ ცხოვ­რობს, მაგ­რამ მე არ ვიც­ნობ. რო­გორც ამ­ბო­ბენ, არა­ნა­ი­რი კონ­ფლიქ­ტი არ ყო­ფი­ლა… და­ღუ­პუ­ლე­ბი პა­ტა­რა ბი­ჭე­ბი არი­ან. ისი­ნი მე­ზობ­ლე­ბი იყ­ვნენ, ერთ უბან­ში ვართ გაზ­რდი­ლი“, – გა­ნა­ცხა­და ერთ-ერ­თმა ად­გი­ლობ­რივ­მა.

 

წყარო: ambebi.ge

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „ბავ­შვს სახე აღარ ჰქონ­და, ძალიან დავისტრესეთ…“ – რას ჰყვება გუშინ, რიკოთზე მომხდარი ავარიის თვითმხილველი?
  • „მნიშვნელოვანია, ევროკავშირი გამოფხიზლდეს!“ – რას აცხადებს შალვა პაპუაშვილი?
  • „მათი დაკავებისა და პატიმრობის უფლებამოსილება დაუყოვნებლივ გაიცა!“ – რას აცხადებს დონალდ ტრამპი?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge