Sunday, June 8, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

სკანდალები, დაშორება შეყვარებულთან და “მექალთანეს” რეალური ცხოვრება – ვინ არიან თურქული სერიალის ვარსკვლავები, რომლებიც მთელმა საქართველომ შეიყვარა

January 11, 2023
სკანდალები, დაშორება შეყვარებულთან და “მექალთანეს” რეალური ცხოვრება – ვინ არიან თურქული სერიალის ვარსკვლავები, რომლებიც მთელმა საქართველომ შეიყვარა

თურ­ქუ­ლი სე­რი­ა­ლე­ბის მოყ­ვა­რუ­ლებს ახა­ლი ფა­ვო­რი­ტი სე­რი­ა­ლი – Yali çapkini (“მე­ქალ­თა­ნე სა­სახ­ლი­დან”) აქვთ, მისი მთა­ვა­რი გმი­რე­ბი კი ამ დრო­ის­თვის სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ყვე­ლა­ზე რე­ი­ტინ­გუ­ლი თურ­ქი მსა­ხი­ო­ბე­ბი არი­ან. სე­რი­ალ­ში მთა­ვარ რო­ლებს აფრა სა­რა­ჩ­ოღ­ლუ და მერთ რა­მა­ზან დე­მი­რი თა­მა­შო­ბენ.

რო­მან­ტი­კუ­ლი მე­ლოდ­რა­მა რე­ა­ლურ ის­ტო­რი­ა­ზეა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი და ის მიმ­დი­ნა­რე წელს ყვე­ლა­ზე რე­ი­ტინ­გუ­ლი სა­ტე­ლე­ვი­ზიო შოუა. სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ეპი­ზო­დებს მი­ლი­ო­ნო­ბით ნახ­ვა აქვს.

სკანდალები, დაშორება შეყვარებულთან და "მექალთანეს" რეალური ცხოვრება - ვინ არიან თურქული სერიალის ვარსკვლავები, რომლებიც მთელმა საქართველომ შეიყვარა

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ “მე­ქალ­თა­ნე” ჯერ­ჯე­რო­ბით ქარ­თულ ტე­ლე­სივ­რცე­ში არ გა­მო­ჩე­ნი­ლა, ქარ­თველ მა­ყუ­რე­ბელ­ში უკვე სარ­გებ­ლობს პო­პუ­ლა­რო­ბით და “ფე­ის­ბუქ­ში” სე­რი­ალ­თან და­კავ­ში­რე­ბით არა­ერთ დის­კუ­სი­ას წა­ა­წყდე­ბით.

  • ამ ფონ­ზე კი უჩ­ვე­უ­ლო არ არის, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რე­სი დი­დია იმ მსა­ხი­ო­ბე­ბის მი­მართ, რომ­ლე­ბიც სე­რი­ალ­ში მთა­ვარ რო­ლებს ას­რუ­ლე­ბენ. მით უფრო, რომ მათ პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში ბევ­რია სკან­და­ლუ­რი ამ­ბე­ბი.

აფ­რას რო­მა­ნი ჰქონ­და ცნო­ბილ თურქ მსა­ხი­ობ მერთ ია­ზი­ჯი­ოღ­ლუს­თან. წყვი­ლი ერ­თმა­ნეთს 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ხვდე­ბო­და, თუმ­ცა ახ­ლა­ხან და­შორ­დნენ.

თურ­ქუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მსა­ხი­ო­ბის შეყ­ვა­რე­ბულს არ მო­ე­წო­ნა აფ­რა­სა და მისი კო­ლე­გის სა­ერ­თო, “თა­მა­მი ფო­ტო­ე­ბი”, რო­მე­ლიც ჟურ­ნალ Hello-სთვის გა­და­ი­ღეს.

სკანდალები, დაშორება შეყვარებულთან და "მექალთანეს" რეალური ცხოვრება - ვინ არიან თურქული სერიალის ვარსკვლავები, რომლებიც მთელმა საქართველომ შეიყვარა
აფრა ყო­ფილ შეყ­ვა­რე­ბულ­თან ერ­თად

 

მე­დია წერს, რომ მერ­თმა ეჭ­ვი­ა­ნო­ბის ნი­ა­დაგ­ზე ნივ­თე­ბი ჩა­ა­ლა­გა და იმ ბი­ნი­დან გა­და­ვი­და, სა­დაც აფ­რას­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და. მერტ ია­ზი­ჩი­ოღ­ლუ თა­ვა­დაც ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბია და ერთ-ერთი ვერ­სი­ით, მან აფ­რას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა სა­კუ­თა­რი ინი­ცი­ა­ტი­ვით და­ას­რუ­ლა, რად­გან სხვა შე­უყ­ვარ­და.

მსა­ხი­ო­ბე­ბის თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი წე­რენ, რომ მერ­თმა და აფ­რამ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში სა­ერ­თო ფო­ტო­ე­ბის ნა­წი­ლი წა­შა­ლეს, შემ­დეგ კი ერ­თმა­ნე­თის პოს­ტე­ბის მო­წო­ნე­ბა შე­წყვი­ტეს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მე­დი­ა­ში გაჩ­ნდა ეჭვი, რომ ყვე­ლა­ფე­რი დად­გმუ­ლი იყო და რე­ა­ლუ­რად სე­რი­ალ “მე­ქალ­თა­ნეს“ პი­არს ემ­სა­ხუ­რე­ბო­და, თუმ­ცა მსა­ხი­ო­ბე­ბის თქმით, სე­რი­ა­ლის პო­პუ­ლა­რო­ბას ზედ­მე­ტი ძა­ლის­ხმე­ვა არ სჭირ­დე­ბა.

სკანდალები, დაშორება შეყვარებულთან და "მექალთანეს" რეალური ცხოვრება - ვინ არიან თურქული სერიალის ვარსკვლავები, რომლებიც მთელმა საქართველომ შეიყვარა

ახა­ლი წლის დად­გო­მამ­დე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ადრე აფ­რამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა:

“მე­დი­ა­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი უახ­ლე­სი ამ­ბე­ბი ზუს­ტად არ ასა­ხავს სი­მარ­თლეს ჩვენ შე­სა­ხებ. ჩვენ გვქონ­და ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ურ­თი­ერ­თო­ბა, რო­მე­ლიც 4 წე­ლი­წადს გაგ­რძელ­და. თუმ­ცა გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო და ისე რომ ურ­თი­ერ­თპა­ტი­ვის­ცე­მა შეგ­ვე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა. ჩვე­ნი მე­გობ­რო­ბა გრძელ­დე­ბა და გვსურს გა­ი­გოთ, რომ ჩვენს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში მე­სა­მე მხა­რე არ ჩა­რე­უ­ლა”, – და­წე­რა მსა­ხი­ობ­მა.

სკანდალები, დაშორება შეყვარებულთან და "მექალთანეს" რეალური ცხოვრება - ვინ არიან თურქული სერიალის ვარსკვლავები, რომლებიც მთელმა საქართველომ შეიყვარა

  • ის ახლა მთლი­ა­ნად და­კა­ვე­ბუ­ლია სე­რი­ა­ლით და თა­ვის ეკ­რა­ნულ პარტნი­ორ­თან მერთ რა­მა­ზან დე­მირ­თან ერ­თად პო­პუ­ლა­რო­ბის მწვერ­ვალ­ზეა. ვნა­ხოთ, რას წერს თურ­ქუ­ლი მე­დია მათ შე­სა­ხებ:

მერთ რა­მა­ზან დე­მირს ახა­ლი თა­ო­ბის გულ­თამ­პყრო­ბელს და “შო­კო­ლა­დის ბიჭს” უწო­დე­ბენ. ის 1998 წლის 25 ნო­ემ­ბერს, სტამ­ბოლ­ში და­ი­ბა­და. ოჯახ­ში მე­ხუ­თე შვი­ლია. დედა დი­ა­სახ­ლი­სია, მამა ვა­ჭა­რი. მერ­თი ამ­ბობს, რომ 17 წლის იყო, რო­დე­საც თქვა, რომ მსა­ხი­ო­ბო­ბა სურ­და. მისი ფილ­მოგ­რა­ფია ჯერ­ჯე­რო­ბით არც ისე­თი მსუ­ყეა, მაგ­რამ უკვე შე­დის “ნე­ტფ­ლიქსთან” თა­ნამ­შრომ­ლო­ბა. მსა­ხი­ო­ბი მო­ნა­წი­ლე­ობს “ნე­ტფ­ლიქ­სის” სე­რი­ალ­ში “შაჰ­მე­რა­ნი.”

სკანდალები, დაშორება შეყვარებულთან და "მექალთანეს" რეალური ცხოვრება - ვინ არიან თურქული სერიალის ვარსკვლავები, რომლებიც მთელმა საქართველომ შეიყვარა

კა­რი­ე­რა­ში ყვე­ლა­ზე დიდი წარ­მა­ტე­ბა, აღი­ა­რე­ბა პო­პუ­ლა­რო­ბა კი სწო­რედ სე­რი­ალ­მა “მე­ქალ­თა­ნემ” მო­უ­ტა­ნა.მსა­ხი­ო­ბი ამ­ბობს, რომ რო­ლის მო­სარ­გე­ბად ის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ემ­ზა­დე­ბა და მის გა­სა­თა­ვი­სებ­ლად მუ­სი­კის მოს­მე­ნა ეხ­მა­რე­ბა. მარ­თა­ლია მერ­თს წარ­მა­ტე­ბა სე­რი­ალ­მა მო­უ­ტა­ნა, თუმ­ცა მისი ფა­ვო­რი­ტი კი­ნოა და სურს, რომ კა­რი­ე­რა­ში უფრო მეტი კი­ნო­რო­ლი ჰქონ­დეს.

სკანდალები, დაშორება შეყვარებულთან და "მექალთანეს" რეალური ცხოვრება - ვინ არიან თურქული სერიალის ვარსკვლავები, რომლებიც მთელმა საქართველომ შეიყვარა

მისი საყ­ვა­რე­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბი და­ნი­ელ დეი ლუსი და ლე­ო­ნარ­დო დი­კაპ­რიო არი­ან.

რაც შე­ე­ხე­ბა მის ფარტნი­ორს, აფრა სა­რა­ჩ­ოღ­ლუს, ახალ­გაზ­რდა მსა­ხი­ობს ბერ­ძნუ­ლი ფეს­ვე­ბი აქვს. მისი ოჯა­ხი თე­სა­ლო­ნი­კი­და­ნაა. აფრა 1997 წლის 2 დე­კემ­ბერს თურ­ქეთ­ში და­ი­ბა­და. სა­შუ­ა­ლო სკო­ლა ან­ტა­ლი­ა­ში და­ამ­თავ­რა. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ მას ლი­ტე­რა­ტუ­რის მცოდ­ნე­ო­ბის ფა­კულ­ტე­ტი აქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი.

სკანდალები, დაშორება შეყვარებულთან და "მექალთანეს" რეალური ცხოვრება - ვინ არიან თურქული სერიალის ვარსკვლავები, რომლებიც მთელმა საქართველომ შეიყვარა

სკანდალები, დაშორება შეყვარებულთან და "მექალთანეს" რეალური ცხოვრება - ვინ არიან თურქული სერიალის ვარსკვლავები, რომლებიც მთელმა საქართველომ შეიყვარა

აფ­რა­სა და მერ­თს მრა­ვალ­წლი­ა­ნი მე­გობ­რო­ბა აკავ­ში­რებთ. მსა­ხი­ო­ბე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ეს ძა­ლი­ან და­ეხ­მა­რათ რო­ლე­ბის მორ­გე­ბა­ში და სე­რი­ა­ლის წარ­მა­ტე­ბა­ზეც დიდი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა.

 

წარო: ambebi.ge

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მერაბ დვალიშვილმა შონ ომალი დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი მეორედ დაიცვა
  • თბილისის რომელ მონაკვეთზე აიკრძალება გადაადგილება აგვისტოს ბოლომდე? – დედაქალაქის მერია განცხადებას ავრცელებს
  • ათონის მთაზე 5.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge