სოციალურ ქსელის მომხმარებელი, ავთანდილ ხანდოლიშვილი ასაფეთქებელი ნივთიერების შესახებ წერს.
მისი თქმით, ბავშვები ლეკვს აწვალებდნენ და ცდილობდნენ ასაფეთქებლის მასზე მიმაგრებას.
“უცხო უბანში, უცხო ბავშვები, ლეკვს აწვალებდნენ და ცდილობდნენ ასაფეთქებლის მასზე მიმაგრებას. რათქმაუნდა ჩავერიე და წავართვი ასაფეთქებელი, რას აკეთებთ ბავშვებო მეთქი, სად არიან თქვენი მშობლები საუბარი მინდა მათთან მეთქი, ამას რატომ აკეთებთ მეთქი და ბავშვი მეუბნება, ასაფეთქებლის კოლოფზე ვნახეთო. ბავშვები აკეთებენ იმას რასაც ხედავენ. ( საერთოდ რასაჭიროა ასაფეთქებლები, მერე ბავშვების ხელში და საერთოდ ეს ნახატი რატომ აწვს ასაფეთქებელის კოლოფს?” – წერს ავთანდილ ხანდოლიშვილი

