Saturday, May 2, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ბავშვს ერთად ვზრდით…” – რა ურთიერთობა აქვს ინდირა ჯგერნაიას შვილის მამასთან

January 4, 2023
“ბავშვს ერთად ვზრდით…” –  რა ურთიერთობა აქვს ინდირა ჯგერნაიას შვილის მამასთან

მომღერალი ინდირა ჯგერნაია საზოგადოებას არაერთი მუსიკალური ტელეკონკურსიდან ახსოვს. ჟღალთმიანი, ,,ხასიათიანი”, ნიჭიერი დამწყები მომღერალი გოგონა ჟიურისგან დადებით შეფასებებს იღებდა. თბილისურ შოუბიზნესში არ მოუკიდია ფეხი, მშობლიურ ქუთაისში შეძლო საკუთარი თავის რეალიზება. ამჟამად რესტორანში მღერის, პარალელურად კი მუსიკალური სტუდია აქვს და აკეთებს საქმეს, რომელიც ძალიან უყვარს. ა

ინდირა პატარა ბიჭის დედაა, პარალელს თავის ბავშვობასთან ავლებს და დედის მზრუნველობა და სიმკაცრეც ახსენდება.

 – ინდირა, როგორ შეძელით პანდემიის დროს თავის გატანა, როცა ყველაფერი დახურული იყო?

– გახსენებაც არ მინდა, იმდენად რთული იყო! რომ არა ჩემი ოჯახის წევრები, მართლა არ ვიცი, როგორ გადავიტანდი ამ პანდემიას. ისევ საზღვარგარეთ მყოფი ჩემი და, თორემ რა უნდა გამეკეთებინა. საქართველოში იმის ფუფუნება არ გვაქვს, რომ ბევრი დანაზოგი დავაგროვოთ. და განა რამდენი შეიძლებოდა მქონოდა, რომ ორი წელი სახლში ვყოფილიყავი?! ყველანაირი რესურსი რომ ამოგეწურება, რა უნდა ქნა?! ჩემმა დამ, რასაც ჰქვია, გამატანინა ეს პანდემიის პერიოდი.

– თქვენი აუდიტორია ძირითადად ქუთაისელი მსმენელები არიან. როგორ დაახასიათებდით მათ, როგორი ურთიერთობა გაქვთ ერთმანეთთან?

-ქუთაისს ძალიან კრიტიკული და გემოვნებიანი მსმენელი ჰყავს. არც კი უნდა გაბედო, რამე შეგეშალოს, ნურას უკაცრავად! ძალიან მიხარია, რადგან, ასეთი მსმენელი რომ არა, მე დღეს ასეთი მომღერალი ვერ ვიქნებოდი. ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, ქუთაისში გაღიარებდნენ და საუკეთესო მომღერლად გთვლიდნენ.

– რა რეპერტუარს ასრულებთ რესტორანში და გაქვთ თუ არა შესაძლებლობა, თქვენი გემოვნებით შესთავაზოთ სიმღერები?

– არავინ თქვას, რომ რესტორანში მხოლოდ ტაშიტუშებია. არის სეგმენტი, მაგალითად, ებრაელები როცა გვსტუმრობენ, თავიანთი რეპერტუარი აქვთ, რომელიც ძალიან კარგად ვიცი და მეც მპატიჟებენ ხოლმე. კარგი მსმენელი ჰყავს ამ ქალაქს და უნდა ეცადო, რომ მაქსიმალურად გემოვნებიანი, ხარისხიანი შესთავაზო. სხვანაირად ქუთაისი ტაშს არ დაგიკრავს.

– თქვენს პირად ცხოვრებაში ახლა ჰარმონიაა?

– ვარ ძალიან კარგად, ძალიან ბედნიერად. მყავს ფანტასტიკური ოჯახი და ძალიან მშვიდად და წყნარად მივყვები ჩემს დინებას. შვილის დაბადების მერე საერთოდ სხვანაირები ვხდებით. ასმაგი პასუხისმგებლობაა ის, რომ შენი, ცნობილი ადამიანის შვილია და არ გინდა, შენი ჩრდილის ქვეშ იყოს. გინდა, თვითრეალიზებაში მიეხმარო. მთელი ოჯახი აბსოლუტურად ყველაფერში ვართ ჩართული. მე და მამამისი ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ანდრია იყოს წარმატებული.

 

წყარო: sarke.ge

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ვაახლებთ ფასებს და ვქმნით მათ კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ყოველდღიურ პროდუქტებზე” – “ნიკორა სუპერმარკეტი”
  • არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საჰაერო მიმოსვლაზე დაწესებული ყველა შეზღუდვა მოხსნეს
  • როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოესი დღეების განმავლობაში – სინოპტიკოსების გაფრთხილება

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge