საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მიმართვას.
მიმართვის მიხედვით, ილია მეორე მოუწოდებს მორწმუნეებს, რომ ყოველდღიურ ლოცვებთან ერთად, აგრეთვე წაიკითხონ 117-ე ფსალმუნი.
„ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო,
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდება შენდა ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა“…… ყოველდღიურ ლოცვებთან ერთად, აგრეთვე, წაიკითხეთ 117-ე ფსალმუნი.
საერთოდ, ყველა განსაცდელი ჩვენი სულიერი ფერისცვალებისათვის ხდება და ეს არ უნდა დაგვავიწყდეს. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ სიკვდილით არ მთავრდება ადამიანის სიცოცხლე და ფერისცვალება ამ საიდუმლო განგებულების დადასტურებაა. ამიტომაც, დღეს, ასევე, უნდა მოვიხსენიოთ უკვე მარადისობის მკვიდრი ჩვენი ახლობლები. ღმერთმა ყველა შეიწყალოს და თაბორის ნათლის მადლით განაბრწყინვოს.
ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს თითოეული თქვენგანი და სრულიად საქართველო, ამინ“, – აღნიშნულია პატრიარქის მიმართვაში.