Saturday, May 2, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„ცუდია, როცა ასეთი რამეებით აპელირებთ…“ – ვის მიმართავს გურამ შეროზია

December 30, 2022
„ცუდია, როცა ასეთი რამეებით აპელირებთ…“ – ვის მიმართავს გურამ შეროზია

„პრაიმ ჰაუსის“ ფინალისტი გურამ შეროზია სოციალურ ქსელში იმ სახლის ფოტოებს აქვეყნებს, სადაც ბავშვობა გაატარა და წერს:

„ამ სახლში ვიზრდებოდი ბავშვობაში. სკოლიდან ბებოსთან მივდიოდი, იქ ვამზადებდი გაკვეთილებს, ვუკრავდი ფორტეპიანოზე, მქონდა ჩემი პატარა ბაღი, სადაც ვრგავდი მცენარეებს, ვუვლიდი და ეს მამშვიდებდა რთულ პერიოდებში.

კი, სახლი შელახულია და ცუდ მდგომარეობაში, მაგრამ არ მომრიდებია ამის ჩვენება, მინდა იცოდეთ საიდან დავიწყეთ, რა პირობებში ვცხოვრობდით და მაინც ბედნიერი ვიყავი, რაკი ბებო, ბაბუა, მშობლები – არასდროს მაგრძნობინებდნენ, რომ რაღაც ისე ვერ იყო. ყოფილა ბევრად რთული პერიოდებიც, შეიძლება მდიდრული სუფრა და სამოსი არ მქონდა, მაგრამ მქონდა სიყვარული, შეგნება და იმედი, რომ ჩემი შრომით ოდესმე ყველაფერს უკეთესობისკენ შევცვლიდი. და ოჯახის წევრებისგან დიდი მხარდაჭერა და ეს ოჯახი არ იმსახურებდა ჩემგან იმას, რასაც ჩემს გამო ისმენენ და კითხულობენ მთელი სამი თვეა და მეც არ ვიცი, რით „დავიმსახურე“.

ისიც მაბედნიერებს, როცა ვიაზრებ საიდან სანამდე მოვედი და სტიმულს ვაძლევ ადამიანებს, რომ თუ მე, მარტომ – რაღაც შევძელი, თქვენც შეძლებთ!

თბილისში თუ ბინა ვიყიდე იპოთეკით – ეს არ ნიშნავს, რომ მილიონერი ვარ და ერთ წამში ბებოს სახლის დანგრევა, ახლიდან აშენება და ა.შ. შემიძლია. ცუდია, როცა ასეთი რამეებით აპელირებთ.

ბებო ძალიან ნაწყენი იყო როცა ჩავედი და ძალიან ნერვიულობდა ყველაფერზე, რასაც გადაცემაში ხედავს. მიხარია, რომ ხვალ ყველაფერი სამუდამოდ დასრულდება! და მიხარია, რომ საღად მოაზროვნე ადამიანები ჩემს გვერდით ხართ და მამხნევებთ, მართლა ძალიან მჭირდება ახლა ემოციური თანადგომა“.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • როგორი ამინდი იქნება უქმეებზე – განახლებული პროგნოზი
  • წყალი შეწყდება – გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
  • ცნობილია, ვინ იქნებიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge