სამოქალაქო აქტივისტი დომენიკ მანგო ხვიჩა კავარცხელიას გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება.
კერძოდ, „ნაპოლიმ“ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი კვარცხელიაზე, რომელიც ქართველი ფეხბურთელის პრეზერვატივზე გამოსახვას უკავშირდებოდა.
„ „ნაპოლიმ“ დადო თავის გვერდზე ხვიჩა კვარაცხელიას ფოტო, რომელიც პრეზერვატივზე დაახატა აიისამ. მგონი არ ახსოვს მსოფლიო ისტორიას ასეთი რამ, ფეხბურთელი წარმატებას აღწევდეს და მის ქვეყანაში კონდომზე ახატავდნენ მას. შეიძლება საქართველოში ეს მოსულა და ვიღაცაებს გეცინებათ კიდეც ამაზე, მაგრამ მსოფლიომ ნამდვილად არ იცის ქართული “იუმორის” წახნაგები”, – წერს დომენიკ მანგო.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს აღსაყრდრების დღესასწაული მიულოცა, რის შემდეგაც ის პრეზერვატივზე გამოსახეს.
„ამასობაში საქართველოში კვარაცხელია პრეზერვატივზე აღმოჩნდა“ , – წერს ნაპოლის ოფიციალური ფბ-გვერდი ამასთან დაკავშირებით.