ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მესტიაში საკარანტინო რეჟიმის გამკაცრება არ იგეგმება. როგორც ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, არსებული ვითარება სრული კონტროლის შესაძლებლობას იძლევა.
“რეგიონში დღესდღეობით განხორციელებული საკარანტინო რეჟიმი არის საკმარისი იმისთვის, რომ ეპიდემიოლოგებმა იმუშავონ თავისუფლად და ჩვენ გვქონდეს სრული კონტროლი აღნიშნულ რეგიონში. სამომავლოდ გამკაცრებას არ ვგეგმავთ. ჯერჯერობით ველოდებით ყველა იმ ტესტირების პასუხს, რომლის ნიმუშებიც უკვე აღებულია. ასევე, ვაგრძელებთ ნიმუშების აღებას“- განაცხადა მინისტრმა.
მესტიაში, სოფელ ლენჯერში კორონავირუსის 17 შემთხვევა დადასტურდა. ამის შედეგად შეიზღუდა გადაადგილება როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის მიმართულებით, ისე – მესტიის მუნიციპალიტეტიდანაც. დაწესდა შეზღუდვები გადაადგილებაზე დაბა მესტიასა და მესტიის სოფლებს შორის.