წმინდა ბარბარეს სავედრებელი ლოცვა, რომელიც უნდა წაიკითხოთ ყოველმა ქრისტიანმა
ქალწულებითა განშვენებულო და წამებითა გაბრწყინვებულო, სასწაულთა მოქმედო, სენთა და ბუგრთა მკურნალო, დიდო ქალწულმოწამეო ბარბარე, მეოხ გვეყავ ჩუენ ცოდვილთა.
ჰოი ფრიად ვნებულო და ყოვლად-საქებელო წმიდაო დიდო მოწამეო ბარბარე, შეიწირე აწინდელი ლოცვაჲ ჩუენი, გვიხსენ ჩუენ ყოველთა სულიერთა და ხორციელთა სნეულებათაგან, და მტერთა მიერ ხილულთა და უხილავთა და საუკუნოჲსაგან სატანჯველისა, შენითა ღმრთის-სათნოჲთა შუამდგომელობითა დაგვიცევ, რაჲთა შენ თანა ქუეყანასა ზედა ცხოველთასა უკუნისამდე უგალობდეთ ღმერთსა: ალილუია (სამ-გზის). დაიცევ და დაიფარე ყოველნი სნეულნი, ყოველნი ყრმანი და ქალწულნი, მიმადლე წყალობა შენი აურაცხელი…
ბარბარობის წირვაზე მოხსენებისთვის შეგიძლიათ მოგვწერეთ მოსახსენებელი, განსაკუთრებით თქვენი პატარების რადგან წმინდა ბაბრბარე განსაკუთრებული შემწეა ბავშვების. სახელები მოგვწერეთ ქვემოთ მითითებულ ნომერზე ან ჩვენს ფეისბუქ გვერდზე ( სურვილის შემთხვევაში კი შეგიძლიათ გაიღოთ შესაწირი, თქვენი პატარების სახელზე, ივერიის ღვთისმშობლის ტაძრისთვის )