თბილისში, მშობიარობის შედეგად 41 წლის ქალი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა დღეს კლინიკა „ჰერაში” მოხდა. გარდაცვლილი თამუნა მინაშვილია. მშობიარეს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა. ახალშობილები გადარჩნენ,მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. კლინიკაში ამბობენ, რომ მომხდართან დაკავშირებით კომენტარს ხვალ გააკეთებენ.