საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი, გიორგი ფხაკაძე საქართველოში სეზონური ვირუსული ინფექციების გახშირებულ რაოდენობასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს:
„გაფრთხილებდით, რომ ცუნამი მოდის და მოვემზადოთ!
შუა “ცუნამში” ვართ …
სახელმწიფო მოუმზადებელია!
მოსახლეობა მოუმზადებელია!
სამედიცინო სექტორი სრულიად მოუმზადებელია!
პარტიული ტელევიზიები კოვიდის თემასაც სათავისოდ იყენებენ და პარტიული “ექსპერტების“ მოსაზრებას გვასმენინებენ 24/7…
ისე, ექსპერტს თავად ძლიერი “ზურგი” უნდა ჰქონდეს… ერთი შეკითხვა, თავიანთ საავადმყოფოებში (სადაც მუშაობენ/მოღვაწეობენ) ინფექციის კონტროლი ვის მიერ არის შემოწმებული?! აკრედიტაცია რატომ არ აქვთ გავლილი?!
ჟურნალისტებს შევახსენებ: ექსპერტი ნიშნავს, თავის სფეროში ჰქონდეს დაცული სადოქტორო, მინიმუმ 1 წიგნი და 10 სტატია ჰქონდეს დაბეჭდილი და მინიმუმ 20 წლიანი პრიფესიული გამოცდილება ჰქონდეს…
პატარა ოთახში სპილოს რომ ვერ ამჩნევ, ის თემაა…“ – წერს გიორგი ფხაკაძე.