ის ფაქტი, რომ პოლიცია ამ ტერიტორიაზე მას 5 დღის განმავლობაში ეძებდა. ახლობლებს კითხვები უჩნდებათ და ამბობენ, რომ ავტომობილი ადგილზე დღეს არის მიყვანილი და ადგილს ამის ნაკვალევიც ეტყობა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, „რეზონანსს“ სანდო წყარო უყვება, რომ პოლიცია მეორე ავტომობილის ნაკვალევზეც მუშაობს და არ არის გამორიცხული, რომ ეს პიკაპის ტიპის მანქანა იყოს.
გოგონა ავტომობილში დაუდასტურებელი ინფორმაციით უკანა სავარძელზე იმყოფებოდა და მას გარკვეული სახის მედიკამენტები აქვს მიღებული. ადგილზე კრიმინალისტები და კინოლოგები იმყოფებოდნენ. პოლიცია ძაღლების მეშვეობით ადგილზე საგამოძიებო მოქმედებებს ატარებდა.
გოგონას ახლობლები ეჭვს გამოთქვამენ, რომ ის არის მოტყუებით ამ ტერიტორიაზე მოყვანილი და შემდეგ თვითმკვლელობის ვერსია აქ არის გათამაშებული. ოჯახი მომხდარ ფაქტს მის საქმიანობას უკავშირებს. ამბობენ, რომ ის პროგრამისტი იყო და ორ ადგილას მუშაობდა. ერთ-ერთი სამუშაო ადგილი უკვე დადგენილია და კომპანიამ ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა. თუმცა, მეორე სამსახურის შესახებ არავინ არაფერი იცის. მამა ამბობს, რომ მას გამომძიებელმა წუხელ უთხრა, რომ გოგონას კომპიუტერი გახსნეს და დიდი პრობლემების წინაშე არის.
შემთხვევის ადგილზე იმყოფება ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილიც, რომელმაც დახმარება მათ გუშინვე შესთავაზა.
გოგონას ახლობელი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ადგილის ნახვის შემდეგ მათ შთაბეჭდილება დარჩათ, რომ ავტომობილი დღეს არის მიყვანილი. მისი თქმით, წარმოუდგენელია მას თვითმკვლელობა ნდომებოდა და ამხელა მანძილზე წამოსულიყო.
„ადგილს აშკარად ეტყობა, რომ ახლა არის მოყვანილი. გზის სავალი ნაწილიდან საკმაოდ ახლოს არის მიყვანილი. ჩვენც ასე გვაქვს ინფორმაცია, რომ მწყემსმა იპოვა დილით. პოლიცია იძახის, რომ ამ ადგილას ვიყავით და ვერ ვნახეთო. ანუ ახალი მიტანილია. მოკლულია, ვიღაც ცდილობს, რომ თვითმკვლელობის სცენა დაიდგას.
“უჭკვიანესი და უწესიერესი ბავშვი. თავისი ჭკუით მიაღწია ყველაფერს და საფრანგეთში სწავლობდა. სერიოზული პროგრამისტი იყო. რაღაცა უბედურება ნახა, რის გამოც გაიმეტეს. აქ ადგილობრივებმაც გვითხრეს, რომ რაღაცას ან ვიღაცას ეძებდა. უკითხავს აქ გზა თუ გადისო. ადგილობრივი გამოსულა იქნებ რამე უჭირსო, მაგრამ ადგილი მალევე დაუტოვებია. არ ვიცი თუ ეძებდნენ მაშინ ამ გზის პირას რატომ ვერ იპოვეს“, – ამბობს „რეზონანსთან“ გოგონას ნათესავი.
საქმეში ასევე დამოუკიდებელი ექსპერტი „ემპათიის „ ხელმძღვანელი თამარ ჯიშკარიანი ჩაერთვება და ის ოჯახთან ერთად მიცვალებულის დათვალიერებას დაესწრება.
თამარ ბაჩალეიშვილის მამის ინფორმაციით კი მისი შვილის კომპიუტერში საკამოდ საეჭვო მასალები იპოვეს და გამომძიებელმა უთხრა, რომ გოგონას სერიოზული პრობლემების წინაშე იყო. მამა ამბობს, რომ შვილი სამსახურის შესახებ სახლში არ საუბრობდა და ამბობდა, რომ საკმაოდ საპასუხისმგებლო საქმე ჰქონდა.
“ვრეკავ დილით გამომძიებელთან, მთელი ღამე მისკდება გული, არ მპასუხობს. თქვენი შვილიო, კომპიუტერი გავხსენი და ძალიან დიდი პრობლემის წინაშეაო. არ უთქვამს, რა პრობლემის. ეს იყო გუშინ. აი, კომპიუტერი ვის ხელშიც იყო, იმ პირმა მითხრაო, რომ სერიოზული მასალებიაო. მის სამსახურში ვაკეში ერთხელ მივედი და ჩემმა შვილმა შიგნით არ შემიშვა. ვუთხარი მამა ეს რა სამსახურია-მეთქი. არც წარწერა არც არაფერი, რაღაც გასაიდუმლოებული საქმეა”. – ამბობს ჯუმბერ ბაჩალიაშვილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები კი ვაკეში ჭავჭავაძის N15 მივიდნენ და იმ ოფისში შევიდნენ, სადაც გარდაცვლილი მუშაობდა. ჟურნალისტების კითხვაზე რატომ არიან ის ამ ადგილზე გამომძიებლები კომენტარს არ აკეთებენ. ეს ოფისი კი კომპანია „ზეგის“ საკუთრებაა. ადგილზე ასევე კომპანიის ხელმძვანელი თამარ კობერიძე იმყოფება, რომელიც ამბობს, რომ მას არა აქვს ინფორმაცია მეორე სამსახურში სად მუშაობდა თამარ ბაჩალეიშვილი.
„არანაირი პრობლემა არ ჰქონდა, ძალიან კარგი და მოწესრიგებული გოგონა იყო. რატომ მიდიოდა ჩვენგან არ ვიცი. გაგვაფრთხილა და გვითხრა ორი კვირით ადრე გაფრთხილებთ და უნდა წავიდე“,-ამბობს კომპანიის ხელმძღვანელი.
ადვოკატი მიხეილ რამიშვილი კი აცხადებს, რომ ის უკვე საქმეში ჩაერთო და ყველა იმ კითხვას დასვამენ, რაც ოჯახს გაუჩნდება. ის მამასთან ერთად ადგილს ათვალიერებს და საგამოძიებო მოქმედებებშია ჩართული. ის ამბობს, რომ გამოძიებას არ ენდობა და საქმეში უკვე დამოუკიდებელი ექსპერტი ერთვება.
„უკანა სავარძელზე იყო, არ ვიცით ჯერ რით არის გარდაცვლილი. ავტომობილი ჩვენთან ერთად გაიხსნა, მიმდინრეობს შესაბამისი მოქმედებები, ექსპერტიზის წარმომადენლები არიან. ექპერტების მიმართ ნდობა არ გამაჩნია, საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტები ერთვებიან, რა დაზიანებები აქვს ჯერ ვერაფერს ვერ გეტყვით. დახურულ მანქნას ზედაპირულად შევხედე. ვერ ვუახლოვდები ამის უფლება არ მაქვს. შემიძლია გიათხრათ, რომ საეჭვო ყველაფერი შეიძლება იყოს.
რა კითხვებიც იქნება, ყველაფერი გაჟღერდება. ყველა კითხვას პასუხი უნად გაეცეს. მწყემსი არ უნდა ნახულობდეს, მანქანას. ვითომ დრონი იყო გამოყენებული, მაშინ რატომ ვერ ნახეს? ყველა ვერსიას და ვარაუდს არსებობის უფლება აქვს. შესაძლოა დღეს მოიტანეს ავტომობილი. ჩვენთვის ინფორმაციაა, რომ მწყემსმა იპოვა. აბსოლუტურად ეს იქნება დეტალურად მოთხოვნილი ყველა კითხვაზე პასუხი. ისე, რომ არავის არაფერი არ შერჩება. ქალბატონი მარიამ ჯიშკარიანს უკვე ვესაუბრე, რომ მისი წარმომადგენილი საქმეში ჩაერთოს. ჩემის მხრიდან დიდი ყურადღებას მივაქცევ ყველა დეტალს. რა კომპანიაში მუშაობდა, ვინ იყო მისი ხელმძვანელი. ყველაფერი გაირკვევა“,-ამბობს რამიშვილი.
მისივე თქმით, ის არ ენდობა გამოძიებას, როდესაც მიცვალებულს მწყემის პოულობს და არა პოლიცია. ასევე გაწელილ დროში ღია ტრასაზე ავტომობილი 5 დღე ვერ ნახეს. რამიშვილი არ გამორიცხავს, ადგილზე ავტომობილი დღესაც არის მიყვანილი.