თბილისში, ვაკე-საბურთალოს რაიონში, იოსელიანის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი კორპუსის მე-15 სართულიდან შუახნის ქალი გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შემთხვევა დღეს დილით მოხდა.
უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.