33 წლის ნაია რივერას ტრაგიკული გარდაცვალების ამბავზე გამოძიება დასრულდა. პოლიციამ მომხდარის სრული სურათის აღდეგნა შეძლო. სერიალ „კლუბის“ მსახიობის ცხედარი კალიფორნიაში, მდინარე პირუში იპოვეს. შერიფის განცხადებით, ნაია რივერა სამი წლის ვაჟთან ერთად ნავით სეირნობდა. დედა-შვილი მდინარეში ბანაობდა, როდესაც დინებამ მოიმატა. მსახიობმა ჩქარი დინების ფონზე მოასწრო და შვილი ნავში ჩასვა, თავად კი, ვერ მოახერხა ნავზე ასვლა. ის დინებამ წაიღო.
შერიფის თქმით, მომხდარის სურათი მათ ნაია რივერას სამი წლის ვაჟთან გასაუბრების შემდეგ აღადგინეს. პატარა ბიჭი პოლიციამ ნავში, მარტო იპოვა. მას დამცავი ჟილეტი ეცვა. რაც ეხება ნაია რივერას, სამძებრო სამუშაოები სამ დღეს გაგრძელდა. ახალი ვერსიით დასტურდება, რომ მსახიობი შვილის გადარჩენას ცდილობდა და თავად დაიღუპა.