გასული 24 საათის განმავლობაში, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა. ეს 15 ივნისის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 1039-მდე გაიზარდა.
კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 1 პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულია 900.
საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 15 ადამიანი.
დღემდე უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია 41 მოქალაქე. უმრავლესობა ავღანეთში ნატოს მისიის მონაწილე ქართველი სამხედროა.
20 ივლისის დილის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 5687 ადამიანი და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 232.