Saturday, July 5, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“დანებდნენ პატრონები, დავნებდი მეც, მაგრამ არ დანებდნენ ნათია და ოთო… და სასწაული მოხდა…” – სასწრაფოს ექიმების გმირობის ამბავი

November 29, 2022
“დანებდნენ პატრონები, დავნებდი მეც, მაგრამ არ დანებდნენ ნათია და ოთო… და სასწაული მოხდა…” – სასწრაფოს ექიმების გმირობის ამბავი

ექიმი დიანა ხონელიძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ სასწრაფოს ექიმებმა მომაკვდავი პაციენტი გადაარჩინეს.

პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

,,დღეს მე, ქეთი და ბავშვი მარტოები ვიყავით, როცა ხმაური გავიგეთ… თურმე ჩემი კარის მეზობელი – შუახნის მამაკაცი, რომელიც შშმ ძმასთან ერთად ქირით ცხოვრობდა, სამსახურში არ გამოცხადების შემდეგ, თანამშრომლებმა ფაქტობრივად გარდაცვლილი იპოვეს…

ვერ აღვწერ რა საუკუნეებად მომეჩვენა ის წუთები, სანამ სასწრაფო მოდიოდა, ეს წუთები ჩემი ცხოვრების ის ეპიზოდია, რომელიც აღარ დამავიწყდება, ახლა მინდა სხვა რამე ვთქვა…

მოვიდა ბრიგადა, ნათია და ოთო (არ ვიცი გვარები), დახვდათ სიტუაცია, სადაც, სხვა, პაციენტს ხელსაც აღარ მოკიდებდა: გაჩერებული სუნთქვა, გაჩერებული გული და გინეკოლოგის მიერ, სავარაუდოდ, ხარვეზებით ნატარები 10 წუთიანი რეანიმაცია… მერე ვიხილე ის, რასაც აქამდე მეგონა კინოებში აჩვენებდნენ მხოლოდ, დახვეწილი ზუსტი მოძრაობები, შეთანხმებული ქმედებები…

არ ვიცი რამდენი წუთი გავიდა, შედეგი-ნული, დანებდნენ პატრონები, დავნებდი მეც, არ დანებდნენ ახალგაზრდა ექიმები ნათია და ოთო. და სასწაული მოხდა…

მე არ ვიცი რა იქნება ხვალ, როგორ იქნება ის ბატონი, მაგრამ ვიცი, რომ ახლა ის ცოცხალია!
არ ვიცი ჰყავს თუ არა მას ის, ვინც მადლობას გეტყვით, ამიტომ მინდა საჯარო მადლობა გადაგიხადოთ მე, იმისთვის რომ ხართ, იმისთვის რომ ასეთები ხართ, იმისთვის რომ თქვენნაირები არსებობენ, იმისთვის რომ დღეის შემდეგ ნაკლებად მეშინია…

(დარწმუნებული ვარ გვეყოლება საერთო მეგობრები და ეს მადლობა თქვენამდე მოვა)

სულ ასეთი ბედნიერები იყავით, როგორი გულწრფელი ბედნიერებაც იყო დღეს თქვენს სახეებზე, როცა შეუძლებელი შეძელით!

დღეს მამაჩემის გარდაცვალების დღეა, ვერც კი აღვწერ, რა ხდებოდა იმ წუთებში ჩემს გულში….ვინ იცის, 7 წლის წინ, ჩემს მამიკოსაც რომ ასეთი ნათია და ოთო შეხვედროდა, დღევანდელობა სულ სხვა იქნებოდა…” – წერს დიანა ხონელიძე სოციალურ ქსელში.ერს დიანა ხონელიძე სოციალურ ქსელში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „ჩემთვის ჩემი პროფესია, ჟურნალისტიკა, იყოფა ასე – 2021 წლის 5 ივლისამდე და მას შემდეგ“ – ქეთა ციცქიშვილი
  • „შესაძლოა, მძიმედ არის ავად ან უკვე გარდაიცვალა“ – რას წერს უცხოური მედია აიათოლა ალი ხამენეის შესახებ?
  • „დაიღუპა 24, ევაკუირებულია 237 ადამიანი…“ – წყალდიდობა ტეხასში

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge