Tuesday, August 26, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„ვინ იცის, როგორ შიოდა…“ – ტაძარი, სადაც პეტრე კოლხი მსახურობს, წუხელ გაქურდეს

November 26, 2022
“მერე დადგება და ხატთან მის სიგრძე სანთელს ააბრიალებს” – რას წერს მამა პეტრე

სასხორის წმინდა გიორგი სახელობის ტაძარი, სადაც დეკანოზი პეტრე კვარაცხელია, ზაფხულიდან მოყოლებული წინამძღვარია, წუხელ გაუქურდავთ. ამის შესახებ ფეისბუქზე თავად სასულიერო პირი წერს.

პეტრე კოლხი: მოგეხსენებათ, სასხორის წმინდა გიორგის ტაძარში დღესასწაული გრანდიოზულად ჩატარდა, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად იყვნენ სტუმრებიც.
ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ყველას დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ.
ვინაიდან ტაძრისთვის პირველი გიორგობა წირვა-ლოცვით უნდა ჩატარებულიყო, გვიანობამდე გადავწყვიტეთ კარი არ ჩაგვეკეტა. თან მსურდა, რომ ახლადმიბრძანებული ხატი ყველა მომლოცველს მოელოცა… მრევლის მონდომებით ეზოში ტრაპეზი იყო გაშლილი, რომ შორიდან მოსულებისთვის მასპინძლობა გაგვეწია…
მოგვიანებით სტიქაროსანმა, რომელიც ტაძართან შედარებით ახლოს ცხოვრობს, კარი ჩაკეტა.
დღეს ჩემთან სტუმრები იყვნენ. გაცილების პროცესში გადავწყვიტე ტაძარი და ახალი ხატი მოელოცათ…
მისვლისთანავე შევნიშნე, რომ შესაწირი ყულაბა ბევრ ადგილას დაზიანებული, საკეტი კი ჩალეწილ-ჩამტვრეული იყო…

არ ვიცი, ყულაბაში ვინ რა შესწირა, მაგრამ ვინც წაიღო, უფალმა შეარგოს. ვინ იცის, როგორ შიოდა…
მე ამ პოსტს მათ გასაგონად ვწერ, პირადში რომ მივარდებიან და ჭკუას მარიგებენ, თუ რატომ არ უნდა გამოვკეტო ტაძარი…

ძვირფასებო, ახლა მსურს დაინახოთ, თუ რატომ უნდა დაიკეტოს და მსგავსი პრეტენზიებით ვინც დამიკავშირდებით, პასუხისმგებლობასაც დაგაკისრებთ…არავისთვის არაფერი მენანება, მაგრამ ტაძრიდან მოპარული ნივთით საუკუნოდ იწყევლიან თავს…ბევრი უზუსტობა რომ თავიდან ავიცილოთ, არსებობს ნორმები, რომელიც უნდა დავიცვათ…სასხორის წმინდა გიორგი შეეწიოს იმ ქურდს, რომელმაც ყულაბა დაამტვრია და ავაზაკის სინანულით მოიყვანოს ტაძრის კარებთან!..

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „გთხოვთ, გაითვალისწინოთ სერვისებით სარგებლობისას“ – შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს
  • “ელექტროენერგია დროებით შეეზღუდებათ”- “ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს
  • ქობულეთში, ზღვაში დაკარგული მამაკაცის ცხედარი იპოვეს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge