ილია მეორემ კირილს დაბადების დღე მიულოცა – ფაქტმა საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.
აღნიშნულს ეხმაურება ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი, და სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
“ამ ჩვენი საპატრიარქოსთვის წმინდა არაფერი არსებობს?
არც დახოცილი ბავშვების სისხლი? არაფერი?
რატომ უნდა მიულოცო დაბადების დღე იმ მღვდელმთავარს, რომელიც სისხლისმღვრელ ომს და სხვა ქვეყნის ოკუპაციას უჭერს მხარს?“ – წერს მერაბ მეტრეველი.
