“ასე ბრჟნევივით აივნიდან დაენახა ბავშვებს, ეს თავში ავარდნა და ძონძობაა” , – ამის შესახებ მწერალი, თეონა დოლენჯაშვილი სოციალურ ქსელში წერს
დოლენჯაშვილი “ფეისბუქზე” ხვიჩა კვარაცხელიას ვიდეოს აქვეყნებს.
“ევროპულ სკოლაში მივიდა ხვიჩა კვარაცხელია. დიდი მოლოდინი იყო, ბავშვებმა იყიდეს მაისურები, ბურთები, შეისწავლეს ნაპოლის ისტორია, იყო ერთი წიოკი და ეიფორია, მაგრამ კვარა მივიდა ასკაციანი დაცვით და ბავშვებს მხოლოდ ასე ბრეჟნევივით აივნიდან დაენახა. ფეხბურთელი ალბათ ძალიან გატაცებულია თამაშითა და საკუთარი პოპულარობით, მაგრამ მისი პიარი მაინც უნდა ხვდებოდეს, რომ ბავშვების იმედგაცრუება ტეხავს. ეს ვარსკვლავობა კი არა თავში ავარდნა და კონტექსტის გაუაზრებელი ძონძობაა:(((”. – წერს თეონა დოლენჯაშვილი.
თეონა დოლენჯაშვილმა ვიდეო სოციალური ქსელიდან წაშალა და სოც ქსელში შემდეგი პოსტი განათავსა: