მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურჩაში მცხოვრები, 9 წლის მარი ფოჩხუა გარდაიცალა. ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად, რამ გამოიწვია გოგონას გარდაცვალება, თუმცა არის რამდენიმე ვერსია.
“თაიმერს” ადგილობრივები უყვებიან, რომ ერთ-ერთი ვერსიით, გოგონას გართულებები კბილის ამოღების შემდეგ დაეწყო, რასაც შემდგომი პროცესები მოჰყვა, შედეგად კი 9 წლის მოზარდი გარდაიცვალა.
უცნობია ჰქონდა, თუ არა მოზარდს ჯანმრთელობის სხვა პრობლემები.