თბილისში გვიან ღამით ერთი ადამიანი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მოკლულია 40 წლამდე ქალი. სამართალდამცველებმა ბრალდებული უკვე დააკავეს. ის 22 წლის მამაკაცია. ბრალდებული წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.
დაპირისპირება მათ შორის, სავარაუდოდ, ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა და არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა 22 წლის ბიჭმა ქალს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა, ბიჭი კი მიიმალა.
როგორც “მეტრონომს” შსს-ში უთხრეს შემთხვევა ძველ თბილისში მოხდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 16 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
