Thursday, December 18, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ვინ არის ქართველი ჟურნალისტი, რომელიც ნაღმზე აფეთქებას გადაურჩა? – საინფორმაციო სამსახურის თანამშრომელი პირდაპირ ეთერში ატირდა

November 17, 2022
ვინ არის ქართველი ჟურნალისტი, რომელიც ნაღმზე აფეთქებას გადაურჩა? – საინფორმაციო სამსახურის თანამშრომელი პირდაპირ ეთერში ატირდა

“იმედის” ჟურნალისტს, მანჩი გაბელიას, გამბედაობამ და ჟურნალისტის ხიფათიანი პროფესიის სიყვარულმა გადააწყვეტინა უკრაინაში წასვლა.  მან მოახერხა და პრეზიდენტ ზელენსკის პრესკონფერენციაზე მოხვდა.

როცა პრეზიდენტი ზელენსკი ბავშვების დაღუპვაზე საუბრობდა, ქართველმა ჟურნალისტმა თავი ვერ შეიკავა და პირდაპირ ეთერში ატირდა. მისი ცრემლები მთელმა მსოფლიომ იხილა.

ამის შესახებ მან “სარკესთან” ინტერვიუში ისაუბრა.

ინტერვიუს ნაწყვეტს “მეტრონომი” უცვლელად გთავაზობთ:

– როგორ მიიღეთ უკრაინაში წასვლის გადაწყვეტილება?

– დაიწყო თუ არა ომი, მაშინვე მინდოდა წასვლა. ჩვენთვის არავის დაუძალებია ტელეკომპანიიდან ამ ნაბიჯის გადადგმა. საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ირაკლი ჩიხლაძემ, ყველას გვითხრა, ეს მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია, ჩვენ არ გვაქვს უფლება, უკრაინაში გაგგზავნოთ, თუ თქვენი პროფესიული გამოცდილებისთვის არჩევთ წასვლას, ვერც ხელს შეგიშლითო. მადლობა ჩემს ოჯახს, მამაჩემს, რომელმაც საშინელი ნერვიულობის მიუხედავად, თავად წამიყვანა აეროპორტში, ბოლომდე მედგა გვერდით და მამხნევებდა.

– როგორი იყო გზა კიევამდე და თქვენი განცდები, როცა საკუთარი თვალით იხილეთ ეკრანიდან დანახული ომი?

– ყველაზე მძიმე იყო გზა, როცა პოლონეთის საზღვარი გადავლახე და მატარებელში ჩავჯექი. ჩემი ოპერატორი კიევში მელოდებოდა. ვიყავი მარტო. ჯერ კიდევ ომის საწყისი ეტაპი იყო, მძაფრი შეტევები რუსეთის მიერ. მატარებელი ჩერდებოდა საათობით, რადგან დაბომბვის საშიშროება არსებობდა.

ზიხარ ვაგონში, შეგუებული ბედისწერას, რომ შეიძლება წინა, ბოლო ან სულაც შენს ვაგონს მოხვდეს ბომბი და ყველაფერი დამთავრდეს. რაც უფრო წინ მივიწევდით, უფრო მძაფრი იყო ომის კვალი. ჭურვებისგან დატოვებული უზარმაზარი ორმოები, დამწვარი საბრძოლო ტექნიკა, გარდაცვლილი ადამიანები, შემზარავი კადრები ცვლიდა ერთმანეთს. მძიმე განცდები მქონდა, პროტესტის, შიშის, უმწეობის, უსამართლობის.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ვოლოდიმირ ზელენსკი განცხადებას ავრცელებს
  • ჯანდაცვის ექსპერტი მშობლებს მიმართავს
  • 11 000 აბონენტს გაზი შეუწყდა – ცნობილია, აღდგენის დრო

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge