Thursday, December 18, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

დღეს წყალი 14 საათით შეწყდება – ქუჩების ჩამონათვალი

November 10, 2022
დღეს წყალი 24 საათით შეწყდება – ნახეთ ქუჩების ჩამონათვალი

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, დღეს, 10 ნოემბერს, ღამის 01:00 სთ-ზე დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-16 კმ-ის მიმდებარედ, ქალაქის გასასვლელთან „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი ავარიულად დაზიანდა. მილის დაზიანებული მონაკვეთიდან მიმდებარე ტერიტორიაზე წყლის დიდი ნაკადის შესაჩერებლად დაიკეტა ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები.

„ადგილზე მობილიზებულია კომპანიის საავარიო ჯგუფები და დაზიანების აღსადგენად მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები. ასევე დროებით შეზღუდულია სამანქანო მოძრაობა და ტარდება გზის გაწმენდითი სამუშაოები.

აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს, 10 ნოემბრის ღამის 01:00 საათიდან 10 ნოემბრის დღის 15:00 საათამდე წყალმომარაგება შეზღუდული აქვს:

ვაკე-საბურთალოს რაიონში – ვაჟა-ფშაველას I-VII კვარტლებს, ვაჟა-ფშაველას და ყაზბეგის გამზირის ნაწილს, ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, ნუცუბიძის ქუჩის ნაწილს, ნუცუბიძის N211-ის II-IV კორპუსებს, ნუცუბიძის I, II, III, V მიკრორაიონს, ნუცუბიძის IV მიკრორაიონის კორპუსების ნაწილს. გეგეჭკორის, ბარათაშვილის, გამრეკელის, ნადარეიშვილის, ძმები ზალდასტანიშვიების, დელისის, აფხაიძის, ჩიქოვანის, ბუდაპეშტის, ონიაშვილის, ქავთარაძის, ასათიანის, ჟღენტის, სანდრო ეულის, ნადირაძის, მინდელის, მარგიანის, თავხელიძის, ჩოლოყაშვილის, ციციშვილის და მიმდებარე ქუჩებს. კაკლების დასახლებას, წყნეთის გზატკეცილს, უჩანეიშვილის, თამარაშვილის, საკანდელიძის, დოლიძის, ამაღლობელის, ჯიქიას, იოსელიანის, თვალჭრელიძის, კაპანელის და მიმდებარე ქუჩებს, თხინვალას აგარაკებს.

ვაშლიჯვრის დასახლებაში – კვანტალიანის ქუჩის ნაწილს, გოძიაშვილის, მუხრან მაჭავარიანის, სარაჯიშვილის, ფარჯიანის, გელოვანის და მიმდებარე ქუჩებს, ვაშლიჯვრის დასახლების ნაწილს; დიღმის მასივის I კვარტალს.

დიდ დიღომში – მოციქულთასწორის ნინოს, გიორგი ბრწყინვალეს, დავით აღმაშენებლის, თამარ მეფის, მიხეილ მესხის, გორგასლის და მიმდებარე ქუჩებს. დიღომი 7, სოფელ ძველ ვეძისს.

ზაჰესში: წინამძღვრიშვილის, ჭიჭინაძის, კეცხოველის, ცქიტიშვილის, ყაზბეგის, ავჭალის, ზინკარის, მუხადგვერდის, დიდგორის, ათონელის, კავთის და მიმდებარე ქუჩებს.

ქალაქ მცხეთას, წეროვანის დასახლებას, სოფელ ნატახტარს და წიწამურს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები დაზიანების აღსადგენად მთელი ღამის განმავლობაში ინტენსურ რეჟიმში იმუშავებენ. სამუშოების მიმდინარეობის შესახებ კომპანია ინფორმაციას დამატებით გაავრცელებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “რატომ ვარ მიუღებელი?! მე ხომ არაფერი დამიშავებია?!” – რას ამბობს თეა წულუკიანი?
  • მარნეულში ძალადობისა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი
  • ვის და როდის აღუდგება მართვის მოწმობა – შსს ინფორმაციას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge