ნეკა დოროყაშვილი და მოდელი, თამო ვარშალომიძე, ერთმანეთს კვლავ უპირისპირდებიან.
თამო ვარშალომიძემ დოროყაშვილს ია ფარულავას გადაცემიდან მიმართა და ბოდიშის მოხდა მოსთხოვა.
გადაცემა რამდენიმე კვირის წინ ჩაიწერა, თუმცა დოროყაშვილი-ბასილაშვილის სასამართლო პროცესის მიმდინარეობის გამო მისი გაშვება ეთერში გადაიდო და მხოლოდ გუშინ გავიდა, რის შემდეგაც ვარშალომიძის მიმართვას ნეკა დოროყაშვილისადმი აჟიოტაჟი მოჰყვა.