მას შემდეგ, რაც Twitter – ს ილონ მასკი ხელმძღვანელობს, აღნიშნული სოციალური ქსელის ირგვლივ ხმაური და პროტესტი არ წყდება. ბრენდების მიერ რეკლამის განთავსებაზე უარის თქმის შემდეგ, Twitter – ს ვარსკვლავებიც ტოვებენ, მათ შორის, მუსიკოსი ტონი ბრექსტონი, მოდელი ჯიჯი ჰადიდი და სხვები. მასკით უკმაყოფილოა ასევე მწერალი სტივენ კინგიც.
მათ თქმით, Twitter აღარ არის უსაფრთხო სივრცე.
შეგახსენებთ, ილონ მასკის Twitter – ზე მისვლის შემდეგ კომპანიაში რადიკალური ცვლილებები დაიწყო. მილიარდერმა 3 000 -ზე მეტი ადამიანი გაათავისუფლა სამსახურიდან.