ჟურნალისტი, თენგო გოგოტიშვილი “ნაპოლის” ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას ქართველის მიერ გაქურდვის ფაქტს ეხმაურება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
“კვარაცხელიას მანქანის მოპარვაზე ქართველია დაკავებული!
საწყალ ბიჭს ტენიან დანაშაულს – ქართველი და მომპარავი?” – წერს გოგოტიშვოილი.
შეგახსენებთ, რომ იტალიაში 3 ნოემბერს ხვიჩა კვარაცხელიას სახლი გაქურდეს და მანქანა მოპარეს. მოგვიანებით სპორტსმენის ავტმობილი პოლიციელებმა იპოვეს.გავრცელებული ინფორმაციით, მძარცველი სამართალდამცველებმა იპოვეს, ის ეროვნებით ქართველია. მისი ვინაობა ჯერჯერობთ არ სახელდება.
