15 წლის ნინო [სახელი შეცვლილია] ხულოში, ერთ-ერთ მაღალმთიან სოფელში ცხოვრობს. ის მეათე კლასშია. როცა სოფელი და სკოლა დაიმეწყრა, ოჯახი საცხოვრებლად ქალაქში გადმოვიდა.
„მეწყრის გამო სკოლაში ვეღარ დავდიოდი, რაღაც პერიოდი ონლაინ ვსწავლობდით, მაგრამ რადგან კარგად ვსწავლობ და ჩემი კონკრეტული მიზნებიც მაქვს, არ მინდოდა რაიმეს ხელი შეეშალა სწავლაში, ამიტომ გადავწყვიტე, ქალაქში გადმოვსულიყავი. როცა გაკვეთილს ვყვებოდი, რამდენიმე კლასელი იწყებდა ჩურჩულს, იხედებოდნენ ჩემკენ და იცინოდნენ. ვცდილობდი, არ მიმექცია ყურადღება, თავს ვამხნევებდი – „მოეშვი“, „დამშვიდდი“, მიუხედავად იმისა, რომ მათ დამცინავ გამოხედვას ვგრძნობდი.კლასის ჩათში როცა დამამატეს, აღმოვაჩინე, რომ თურმე იქაც დამცინიან და შეურაცხყოფას მაყენებენ. „ვინ დაპატიჟა აქ“, „სოფლელი“ – ასე წერდნენ, ყველაფრის თქმა არც კი მინდა.”-გვეუბნება ნინო.
მისი თქმით, ახალი საცხოვრებლის, ახალი სკოლისა და კლასელების გამო ისედაც ღელავდა, თუმცა ნელ-ნელა ეს ეტაპი გადალახა და აქტიურად დაიწყო სასწავლო პროცესებში ჩართვა. თუმცა, როგორც ნინო ამბობს, პრობლემები სწორედ მაშინ დაიწყო. ამბობს, რომ გული ძალიან ეტკინა, რადგან ეს არ იყო ხუმრობა, არამედ შეურაცხყოფა. ნინოსთან ერთად მისი სკოლის მეგობარიც გადმოვიდა სოფლიდან ქალაქში საცხოვრებლად. ნინო გვიყვება, რომ ისიც ბულინგის მსხვერპლი გახდა:
„ჩემი მეგობარი სათვალეს ატარებს და ამის გამო აბულინგებდნენ და ცუდი სიტყვებით მოიხსენებდნენ. ეს ამბავი ორი კვირა გაგრძელდა. მაინც მქონდა იმის განცდა, რომ ყველაფერი ერთ დღესაც დასრულდებოდა, თუმცა სამწუხაროდ ასე არ მოხდა. შევეცადე, საერთო ენა გამომენახა და ასე მომეგვარებინა პრობლემა, არ მინდოდა, რომ საჯარო გამხდარიყო ეს კონფლიქტი, თუმცა უარყოფითი რეაქციები მივიღე მათგან,“ – გვეუბნება ნინო.
მისი თქმით, ბულინგში 5 მოსწავლე იყო ჩართული, მათგან ერთ-ერთი ყველაზე მეტად აქტიურობდა. ნინოს ვკითხეთ, შეეცადა თუ არა პრობლემაზე კლასის დამრიგებელთან ესაუბრა, რაზეც იგი ამბობს, რომ საწყის ეტაპზე არ უნდოდა ეს ამბავი სხვებსაც სცოდნოდათ, თუმცა პრობლემა საკუთარი ძალებით ვერ მოაგვარა.
„კლასის ხელმძღვანელმა არაერთხელ მკითხა, რამე პრობლემა ხომ არ გაქვსო, თუმცა ვერ ვბედავდი მასთან მელაპარაკა. არც იმის გამბედაობა მყოფნიდა, რომ ამაზე საჯაროდ მესაუბრა. მინდოდა დასრულებულიყო ბულინგი და მეგონა, რომ დასრულდებოდა. თუმცა ეს ბავშვები არ ჩერდებოდნენ და მეც და ჩემი მეგობარი გოგონაც ამ ჩაგვრის მსხვერპლი ვხდებოდით.
ჩემთვის სწავლა ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ბავშვები კი ხელს მიშლიდნენ სწავლაში, რადგან გაკვეთილის მოყოლის დროს დამცინოდნენ.
მეორე დღეს აღარ გყოფნის გამბედაობა, რომ ისევ გახვიდე და მოყვე გაკვეთილი. ეს სხვა აქტივობებში ჩართვის სურვილსაც გიკლავს,“ – ამბობს ნინო.
მისი თქმით, საბოლოოდ, კლასის დამრიგებელმა მაინც შეამჩნია ნინოს განცდები.
„როცა გაიგო რა პრობლემაც მქონდა, საქმეში ჩაერიენ მშობლებიც, სკოლის ადმინისტრაცია, მანდატურიც და საბოლოოდ შეთანხმდნენ იმაზე, რომ ის გოგო, რომელიც ყველაზე მეტად აქტიურობდა ჩემს ბულინგში, პარალელურ კლასში გადავიდოდა.
თუმცა, ამან კიდევ უფრო გაამწვავა სიტუაცია და საქმე კონფლიქტამდე მივიდა. მე არ მინდოდა ასე გამოსულიყო, არ მინდოდა ჩხუბი, ლანძღვა, ეს არ იყო გამოსავალი, უბრალოდ მინდოდა გამოსავალი მეპოვა.
ჩემთვის ეს იყო მთავარი, გამეგო, რატომ დამცინოდნენ, რატომ იყო მათთვის პრობლემა, რომ სოფლიდან ვიყავი. ურთიერთგაგებაში, გულწრფელობასა და დიალოგში ვხედავდი გზას, მაგრამ ასე არ გამოვიდა,“ – გვეუბნება ნინო.
ამბობს, რომ ყოფილ კლასელებს აპატია, თუმცა გულში მაინც ტკივილს გრძნობს.
„ჩემი მეგობარი სხვა სკოლაში გადავიდა, აღარ დაბრუნდა სოფელში, თუმცა მე სოფელში დაბრუნების გადაწყვეტილება მივიღე. აღარ მინდოდა იგივე ტრავმები განმეცადა ახალ სკოლაშიც, რადგან ასეთ შემთხვევაში ამას უკვე ვეღარ გადავიტანდი.
ვფიქრობდი, რომ დაბრუნება სჯობდა, რადგან ჩემს გულისტკივილს უფრო მალე დამავიწყებდნენ ჩემი ძველი მასწავლებლები, კლასელები და არც საკუთარი თავი დავაყენე იმ რისკის ქვეშ, რომ შეიძლება სხვა სკოლაშიც იგივე ტკივილი განმეცადა“.
„ბათუმელები“ ნინოს ყოფილ სკოლას დაუკავშირდა ბათუმში და დირექტორს ჰკითხა, გააკეთა თუ არა სკოლამ ყველაფერი იმისთვის, რომ ამ კონფლიქტში არც ერთი მხარე არ დაზარალებულიყო.
სკოლის დირექტორი მოზარდებს შორის კონფლიქტს უარყოფს და ამბობს, რომ „უბრალოდ, ტელეფონში ჰქონდათ მიმოწერა“, თუმცა დროულად აღმოაჩინეს და პრობლემა ამოწურეს.
კითხვაზე, როგორ დარწმუნდა, რომ კონფლიქტი ამოიწურა, თუკი მოსწავლეებმა სკოლა დატოვეს, სკოლის დირექტორმა გვიპასუხა, რომ რადგან მასთან არავინ მისულა საჩივრით, მიიჩნია, რომ პრობლემა ამოიწურა.
„ბავშვებს დაველაპარაკეთ, დავადებინეთ პირობა, რომ ეს აღარ გაგრძელდებოდა. ამის შემდეგ არავინ მოსულა პრეტენზიით,“ – ამბობს დირექტორი.
რაც შეეხება იმას, რომ ორმა მოსწავლემ სკოლა დატოვა, დირექტორი ამბობს, რომ მშობლებმა ასე გადაწყვიტეს.
ნინო რამდენიმე დღეა, რაც მშობლიურ სოფელს დაუბრუნდა. რადგან სოფლის სკოლაში სიარული ისევ არ შეუძლია მეწყრის საფრთხის გამო, იგი მეზობელი სოფლის სკოლაში დადის.
მეზობელი სოფლის სკოლა ნინოს სოფლიდან ავტომანქანით 20 წუთის სავალზეა, ნინო მეორე ცვლაშია და სახლში გვიან უწევს დაბრუნება, თუმცა, ამის მიუხედავად, იგი მიიჩნევს, რომ სოფელში დაბრუნება სწორი, თუმცა მტკივნეული გადაწყვეტილება
მისი თქმით, ახალი საცხოვრებლის, ახალი სკოლისა და კლასელების გამო ისედაც ღელავდა, თუმცა ნელ-ნელა ეს ეტაპი გადალახა და აქტიურად დაიწყო სასწავლო პროცესებში ჩართვა. თუმცა, როგორც ნინო ამბობს, პრობლემები სწორედ მაშინ დაიწყო.
15 წლის ნინო [სახელი შეცვლილია] ხულოში, ერთ-ერთ მაღალმთიან სოფელში ცხოვრობს. ის მეათე კლასშია. როცა სოფელი და სკოლა დაიმეწყრა, ოჯახი საცხოვრებლად ქალაქში გადმოვიდა.
„მეწყრის გამო სკოლაში ვეღარ დავდიოდი, რაღაც პერიოდი ონლაინ ვსწავლობდით, მაგრამ რადგან კარგად ვსწავლობ და ჩემი კონკრეტული მიზნებიც მაქვს, არ მინდოდა რაიმეს ხელი შეეშალა სწავლაში, ამიტომ გადავწყვიტე, ქალაქში გადმოვსულიყავი,“ – გვიყვება ნინო.
მისი თქმით, ახალი საცხოვრებლის, ახალი სკოლისა და კლასელების გამო ისედაც ღელავდა, თუმცა ნელ-ნელა ეს ეტაპი გადალახა და აქტიურად დაიწყო სასწავლო პროცესებში ჩართვა. თუმცა, როგორც ნინო ამბობს, პრობლემები სწორედ მაშინ დაიწყო.
„როცა გაკვეთილს ვყვებოდი, რამდენიმე კლასელი იწყებდა ჩურჩულს, იხედებოდნენ ჩემკენ და იცინოდნენ. ვცდილობდი, არ მიმექცია ყურადღება, თავს ვამხნევებდი – „მოეშვი“, „დამშვიდდი“, მიუხედავად იმისა, რომ მათ დამცინავ გამოხედვას ვგრძნობდი.
კლასის ჩათში როცა დამამატეს, აღმოვაჩინე, რომ თურმე იქაც დამცინიან და შეურაცხყოფას მაყენებენ. „ვინ დაპატიჟა აქ“, „სოფლელი“ – ასე წერდნენ, ყველაფრის თქმა არც კი მინდა“ – გვეუბნება ნინო.
ამბობს, რომ გული ძალიან ეტკინა, რადგან ეს არ იყო ხუმრობა, არამედ შეურაცხყოფა.
ნინოსთან ერთად მისი სკოლის მეგობარიც გადმოვიდა სოფლიდან ქალაქში საცხოვრებლად. ნინო გვიყვება, რომ ისიც ბულინგის მსხვერპლი გახდა:
„ჩემი მეგობარი სათვალეს ატარებს და ამის გამო აბულინგებდნენ და ცუდი სიტყვებით მოიხსენებდნენ.
ეს ამბავი ორი კვირა გაგრძელდა. მაინც მქონდა იმის განცდა, რომ ყველაფერი ერთ დღესაც დასრულდებოდა, თუმცა სამწუხაროდ ასე არ მოხდა.
შევეცადე, საერთო ენა გამომენახა და ასე მომეგვარებინა პრობლემა, არ მინდოდა, რომ საჯარო გამხდარიყო ეს კონფლიქტი, თუმცა უარყოფითი რეაქციები მივიღე მათგან,“ – გვეუბნება ნინო.
მისი თქმით, ბულინგში 5 მოსწავლე იყო ჩართული, მათგან ერთ-ერთი ყველაზე მეტად აქტიურობდა.
ნინოს ვკითხეთ, შეეცადა თუ არა პრობლემაზე კლასის დამრიგებელთან ესაუბრა, რაზეც იგი ამბობს, რომ საწყის ეტაპზე არ უნდოდა ეს ამბავი სხვებსაც სცოდნოდათ, თუმცა პრობლემა საკუთარი ძალებით ვერ მოაგვარა.
„კლასის ხელმძღვანელმა არაერთხელ მკითხა, რამე პრობლემა ხომ არ გაქვსო, თუმცა ვერ ვბედავდი მასთან მელაპარაკა. არც იმის გამბედაობა მყოფნიდა, რომ ამაზე საჯაროდ მესაუბრა. მინდოდა დასრულებულიყო ბულინგი და მეგონა, რომ დასრულდებოდა. თუმცა ეს ბავშვები არ ჩერდებოდნენ და მეც და ჩემი მეგობარი გოგონაც ამ ჩაგვრის მსხვერპლი ვხდებოდით.
ჩემთვის სწავლა ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ბავშვები კი ხელს მიშლიდნენ სწავლაში, რადგან გაკვეთილის მოყოლის დროს დამცინოდნენ.
მეორე დღეს აღარ გყოფნის გამბედაობა, რომ ისევ გახვიდე და მოყვე გაკვეთილი. ეს სხვა აქტივობებში ჩართვის სურვილსაც გიკლავს,“ – ამბობს ნინო.
მისი თქმით, საბოლოოდ, კლასის დამრიგებელმა მაინც შეამჩნია ნინოს განცდები.
„როცა გაიგო რა პრობლემაც მქონდა, საქმეში ჩაერიენ მშობლებიც, სკოლის ადმინისტრაცია, მანდატურიც და საბოლოოდ შეთანხმდნენ იმაზე, რომ ის გოგო, რომელიც ყველაზე მეტად აქტიურობდა ჩემს ბულინგში, პარალელურ კლასში გადავიდოდა.
თუმცა, ამან კიდევ უფრო გაამწვავა სიტუაცია და საქმე კონფლიქტამდე მივიდა. მე არ მინდოდა ასე გამოსულიყო, არ მინდოდა ჩხუბი, ლანძღვა, ეს არ იყო გამოსავალი, უბრალოდ მინდოდა გამოსავალი მეპოვა.
ჩემთვის ეს იყო მთავარი, გამეგო, რატომ დამცინოდნენ, რატომ იყო მათთვის პრობლემა, რომ სოფლიდან ვიყავი. ურთიერთგაგებაში, გულწრფელობასა და დიალოგში ვხედავდი გზას, მაგრამ ასე არ გამოვიდა,“ – გვეუბნება ნინო.
ამბობს, რომ ყოფილ კლასელებს აპატია, თუმცა გულში მაინც ტკივილს გრძნობს.
„ჩემი მეგობარი სხვა სკოლაში გადავიდა, აღარ დაბრუნდა სოფელში, თუმცა მე სოფელში დაბრუნების გადაწყვეტილება მივიღე. აღარ მინდოდა იგივე ტრავმები განმეცადა ახალ სკოლაშიც, რადგან ასეთ შემთხვევაში ამას უკვე ვეღარ გადავიტანდი.
ვფიქრობდი, რომ დაბრუნება სჯობდა, რადგან ჩემს გულისტკივილს უფრო მალე დამავიწყებდნენ ჩემი ძველი მასწავლებლები, კლასელები და არც საკუთარი თავი დავაყენე იმ რისკის ქვეშ, რომ შეიძლება სხვა სკოლაშიც იგივე ტკივილი განმეცადა“.
„ბათუმელები“ ნინოს ყოფილ სკოლას დაუკავშირდა ბათუმში და დირექტორს ჰკითხა, გააკეთა თუ არა სკოლამ ყველაფერი იმისთვის, რომ ამ კონფლიქტში არც ერთი მხარე არ დაზარალებულიყო.
სკოლის დირექტორი მოზარდებს შორის კონფლიქტს უარყოფს და ამბობს, რომ „უბრალოდ, ტელეფონში ჰქონდათ მიმოწერა“, თუმცა დროულად აღმოაჩინეს და პრობლემა ამოწურეს.
კითხვაზე, როგორ დარწმუნდა, რომ კონფლიქტი ამოიწურა, თუკი მოსწავლეებმა სკოლა დატოვეს, სკოლის დირექტორმა გვიპასუხა, რომ რადგან მასთან არავინ მისულა საჩივრით, მიიჩნია, რომ პრობლემა ამოიწურა.
„ბავშვებს დაველაპარაკეთ, დავადებინეთ პირობა, რომ ეს აღარ გაგრძელდებოდა. ამის შემდეგ არავინ მოსულა პრეტენზიით,“ – ამბობს დირექტორი.
რაც შეეხება იმას, რომ ორმა მოსწავლემ სკოლა დატოვა, დირექტორი ამბობს, რომ მშობლებმა ასე გადაწყვიტეს.
ნინო რამდენიმე დღეა, რაც მშობლიურ სოფელს დაუბრუნდა. რადგან სოფლის სკოლაში სიარული ისევ არ შეუძლია მეწყრის საფრთხის გამო, იგი მეზობელი სოფლის სკოლაში დადის.
მეზობელი სოფლის სკოლა ნინოს სოფლიდან ავტომანქანით 20 წუთის სავალზეა, ნინო მეორე ცვლაშია და სახლში გვიან უწევს დაბრუნება, თუმცა, ამის მიუხედავად, იგი მიიჩნევს, რომ სოფელში დაბრუნება სწორი, თუმცა მტკივნეული გადაწყვეტილება
ამბობს, რომ გული ძალიან ეტკინა, რადგან ეს არ იყო ხუმრობა, არამედ შეურაცხყოფა.
ნინოსთან ერთად მისი სკოლის მეგობარიც გადმოვიდა სოფლიდან ქალაქში საცხოვრებლად. ნინო გვიყვება, რომ ისიც ბულინგის მსხვერპლი გახდა:
„ჩემი მეგობარი სათვალეს ატარებს და ამის გამო აბულინგებდნენ და ცუდი სიტყვებით მოიხსენებდნენ.
ეს ამბავი ორი კვირა გაგრძელდა. მაინც მქონდა იმის განცდა, რომ ყველაფერი ერთ დღესაც დასრულდებოდა, თუმცა სამწუხაროდ ასე არ მოხდა.
შევეცადე, საერთო ენა გამომენახა და ასე მომეგვარებინა პრობლემა, არ მინდოდა, რომ საჯარო გამხდარიყო ეს კონფლიქტი, თუმცა უარყოფითი რეაქციები მივიღე მათგან,“ – გვეუბნება ნინო.
მისი თქმით, ბულინგში 5 მოსწავლე იყო ჩართული, მათგან ერთ-ერთი ყველაზე მეტად აქტიურობდა.
ნინოს ვკითხეთ, შეეცადა თუ არა პრობლემაზე კლასის დამრიგებელთან ესაუბრა, რაზეც იგი ამბობს, რომ საწყის ეტაპზე არ უნდოდა ეს ამბავი სხვებსაც სცოდნოდათ, თუმცა პრობლემა საკუთარი ძალებით ვერ მოაგვარა.
„კლასის ხელმძღვანელმა არაერთხელ მკითხა, რამე პრობლემა ხომ არ გაქვსო, თუმცა ვერ ვბედავდი მასთან მელაპარაკა. არც იმის გამბედაობა მყოფნიდა, რომ ამაზე საჯაროდ მესაუბრა. მინდოდა დასრულებულიყო ბულინგი და მეგონა, რომ დასრულდებოდა. თუმცა ეს ბავშვები არ ჩერდებოდნენ და მეც და ჩემი მეგობარი გოგონაც ამ ჩაგვრის მსხვერპლი ვხდებოდით.
ჩემთვის სწავლა ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ბავშვები კი ხელს მიშლიდნენ სწავლაში, რადგან გაკვეთილის მოყოლის დროს დამცინოდნენ.
მეორე დღეს აღარ გყოფნის გამბედაობა, რომ ისევ გახვიდე და მოყვე გაკვეთილი. ეს სხვა აქტივობებში ჩართვის სურვილსაც გიკლავს,“ – ამბობს ნინო.
მისი თქმით, საბოლოოდ, კლასის დამრიგებელმა მაინც შეამჩნია ნინოს განცდები.
„როცა გაიგო რა პრობლემაც მქონდა, საქმეში ჩაერიენ მშობლებიც, სკოლის ადმინისტრაცია, მანდატურიც და საბოლოოდ შეთანხმდნენ იმაზე, რომ ის გოგო, რომელიც ყველაზე მეტად აქტიურობდა ჩემს ბულინგში, პარალელურ კლასში გადავიდოდა.
თუმცა, ამან კიდევ უფრო გაამწვავა სიტუაცია და საქმე კონფლიქტამდე მივიდა. მე არ მინდოდა ასე გამოსულიყო, არ მინდოდა ჩხუბი, ლანძღვა, ეს არ იყო გამოსავალი, უბრალოდ მინდოდა გამოსავალი მეპოვა.
ჩემთვის ეს იყო მთავარი, გამეგო, რატომ დამცინოდნენ, რატომ იყო მათთვის პრობლემა, რომ სოფლიდან ვიყავი. ურთიერთგაგებაში, გულწრფელობასა და დიალოგში ვხედავდი გზას, მაგრამ ასე არ გამოვიდა,“ – გვეუბნება ნინო.
ამბობს, რომ ყოფილ კლასელებს აპატია, თუმცა გულში მაინც ტკივილს გრძნობს.
„ჩემი მეგობარი სხვა სკოლაში გადავიდა, აღარ დაბრუნდა სოფელში, თუმცა მე სოფელში დაბრუნების გადაწყვეტილება მივიღე. აღარ მინდოდა იგივე ტრავმები განმეცადა ახალ სკოლაშიც, რადგან ასეთ შემთხვევაში ამას უკვე ვეღარ გადავიტანდი.
ვფიქრობდი, რომ დაბრუნება სჯობდა, რადგან ჩემს გულისტკივილს უფრო მალე დამავიწყებდნენ ჩემი ძველი მასწავლებლები, კლასელები და არც საკუთარი თავი დავაყენე იმ რისკის ქვეშ, რომ შეიძლება სხვა სკოლაშიც იგივე ტკივილი განმეცადა“.
„ბათუმელები“ ნინოს ყოფილ სკოლას დაუკავშირდა ბათუმში და დირექტორს ჰკითხა, გააკეთა თუ არა სკოლამ ყველაფერი იმისთვის, რომ ამ კონფლიქტში არც ერთი მხარე არ დაზარალებულიყო.
სკოლის დირექტორი მოზარდებს შორის კონფლიქტს უარყოფს და ამბობს, რომ „უბრალოდ, ტელეფონში ჰქონდათ მიმოწერა“, თუმცა დროულად აღმოაჩინეს და პრობლემა ამოწურეს.
კითხვაზე, როგორ დარწმუნდა, რომ კონფლიქტი ამოიწურა, თუკი მოსწავლეებმა სკოლა დატოვეს, სკოლის დირექტორმა გვიპასუხა, რომ რადგან მასთან არავინ მისულა საჩივრით, მიიჩნია, რომ პრობლემა ამოიწურა.
„ბავშვებს დაველაპარაკეთ, დავადებინეთ პირობა, რომ ეს აღარ გაგრძელდებოდა. ამის შემდეგ არავინ მოსულა პრეტენზიით,“ – ამბობს დირექტორი.
რაც შეეხება იმას, რომ ორმა მოსწავლემ სკოლა დატოვა, დირექტორი ამბობს, რომ მშობლებმა ასე გადაწყვიტეს.
ნინო რამდენიმე დღეა, რაც მშობლიურ სოფელს დაუბრუნდა. რადგან სოფლის სკოლაში სიარული ისევ არ შეუძლია მეწყრის საფრთხის გამო, იგი მეზობელი სოფლის სკოლაში დადის.
მეზობელი სოფლის სკოლა ნინოს სოფლიდან ავტომანქანით 20 წუთის სავალზეა, ნინო მეორე ცვლაშია და სახლში გვიან უწევს დაბრუნება, თუმცა, ამის მიუხედავად, იგი მიიჩნევს, რომ სოფელში დაბრუნება სწორი, თუმცა მტკივნეული გადაწყვეტილება იყო.
წყარო: ბათუმელები.ჯი