Friday, August 22, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

გულის ხმა გაღვიძებს. გგონია, ჰა და გასკდება, იღებ ტრანკვილიზატორს და… – გიორგი კეკელიძე ცხოვრების უმძიმეს პერიოდზე

October 31, 2022
“ეს არის ჯოჯოხეთის რეპეტიცია დედამიწაზე… ისე გტანჯავს ვერ გაურბიხარ” – გიორგი კეკელიძე დუმილს არღვევს (ვიდეო)

მწერალი, გიორგი კეკელიძე ცხოვრების ყველაზე რთულ პერიოდზე საუბრობს და სოციალურ ქსელში წერს, რომ ყველაზე მტანჯველი აკვიატებული შიშები და ფიქრებია.

“მაგრამ ყველაზე საშინელი და მტანჯველი მაინც აკვიატებული ფიქრებია. შიში და ფიქრები. სადაც უნდა გაიქცე, ყველგან მოგდევენ, გეწევიან, ერთმანეთს ამრავლებენ ასეთი ფიქრები და ერთმანეთზე საზარლები არიან. ჭერზე თვალებმიბჯენილს წამით ჩაგეძინება და გესიზმრება რაღაც ჩვეულებრივი, უაღრესად ჩვეულებრივი ამბავი. უკიდურესად ბანალური. ისეთი, როგორიც ადრე იყო ცხოვრება რომელიმე ჩვეულებრივ დღეს და გინდა უსასრულოდ გაგრძელდეს ეს მონატრებული კადრი. მაგრამ სიზმარი მთავრდება მალე. გულის ხმა გაღვიძებს. გგონია, ჰა და გასკდება. იღებ თავთან გამზადებულ ტრანკვილიზატორს. სვამ. ერთი რას მეყოფა – ეუბნები საკუთარ თავს ხმამაღლა და თითქოს ებოდიშები – ეს ერთიც და მეტი აღარ. მაგრამ მერე მეორე. მესამე. ხან მეოთხეც. მოდის ბურუსი. მაგრამ უცნაური ის არის, რომ ბურუსში განა ფიქრი იბინდება, კიდევ უფრო მკვეთრად ჩანს. კიდევ უფრო ცხადია ყველა სიუჟეტი, აჩემებულ ობსეისებს რომ ახლავს. სვამ მეხუთეს. მეექვსეს. და თენდება. დილები ცალკე ჯოჯოხეთია. თითქოს გულთან რაღაც გაწვება. რაღაც უცნაური და უსახელო. დგები. სამსახურში უნდა წახვიდე. სამყარო ცალკეა და შენ ცალკე. მაინც დგები და მიდიხარ. ამ შენი ფიქრებით და განგაშით. იცი, რომ შეგხვდებიან ადამიანები და გეტყვიან – ივარჯიშე და გამხიარულდი, რომ დეპრესია და შფოთვები ზარმაცების ფუფუნება და სხვანი. ,,თავი ხელში აიყვანე” გეუბნებიან დაბეჯითებით და ვერ ხვდებიან, რომ ისე მძიმეა შენი თავი ამ დროს, ვერაფრით აწევ, რომც მოინდომო. ასეთი იყო ის დღეები. ის ომი. ომი, რომელშიც გავიმარჯვე. ამ გამარჯვების მოგიყვებით“, წერს გიორგი კეკელიძე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ვახტანგ ლოლუამ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
  • “ჩემი ბავშვობა… გპირდები სულ მემახსოვრები“- მომღერალი, მარიამ შენგელია, ემოციურ პოსტს აქვეყნებს
  • “პუტინი და ზელენსკი ზეთი და ძმარივით არიან”- ტრამპი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge