ვირუსით საქართველოში მე-14 პაციენტი დაიღუპა. გარდაცვლილი ზურაბ მუხიგულაშვილია, ის პროფესიით ინჟინერი იყო და ეროვნულ ბანკში მუშაობდა. ცოტახნის წინ მისმა შვილმა სოც ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“ძალიან ბევრ არასასიამოვნო და გულის ამრევ კომენტარს ვაწყდები, რომ თითქოს უამრავი თანხმლები დაავადება ქონდა და საერთოდაც კორონა არ არსებობს… ძალიან ცდებით და უტიფრები ხართ!! ეს ადამიანი 65 წლის ასაკშიც კი ისეთი ჯანმრთელი და ახალგაზრდა იყო, ბევრ ჩემ თანატოლს ჯობნიდა!!!
უპასუხისმგებლო ხელმძღვანელობის გამო, სიცხიანი მთელი კვირა სამსახურში დადიოდა, როდესაც სეფსისის ცენტრში დააწვინეს უკვე მძიმე იყო, მათაც უფრო დაუმძიმდათ, რადგან თურმე რეანიმაცია არ ქონდათ და თადარიგი ვერ დაიჭირეს, რის გამოც მოხდა ფილტვის უმძიმესი დაზიანება და მთელმა ირგანიზმა მიიღო უჟანგბადობის შოკი! რატიანი რასაც ამბობს ეს გართულებები ამის ნიადაგზე განუვითარდა და არა მანამდე! და კი ეს დაავადება ნამდვილად არსებობს და ესეთი სიცოცხლით სავსე, უკეთილესი ადამიანებიც ეწირებიან მას!! ნუ იქნებით დაუნახავები და გაუფრთხილდით თქვენს ახლობლებს და საყვარელ ადამიანებს! გამოიჩინეთ სიფრთხილე
მე კი სიტყვები არ მყოფნის როგორ მტკივა ჩემი ზურიკო, ჩემს გულს და სულს ვატან 🖤🖤